მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7202.1
-0.0079
flag
AZN 1.5281
-0.0011
flag
CNY 39.062
-0.0002
flag
EUR 2.9108
-0.0008
flag
GBP 3.4814
-0.0088
flag
KZT 57.36
0.0005
flag
TRY 0.052
0
flag
USD 2.5973
-0.0019
news banner

Mercedes-Benz-ი სტრატეგიის განახლებისთვის ემზადება, რომლის მთავარი აქცენტი ჩინეთის ბაზარზე გაკეთდება

news image
mbc image

Mercedes-Benz-ი 2030 წლისა და შემდგომი პერიოდისთვის სტრატეგიის ფართომასშტაბიან განახლებას ამზადებს, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ჩინეთის ბაზარი დარჩება. ამავდროულად, ავტომწარმოებელი ჩინეთის ბაზარზე დამოკიდებულების შემცირებაზე მუშაობს.

გერმანული პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელი კომპანია მომავალ წელს უფრო დეტალურ სტრატეგიულ გეგმას წარადგენს, რომელიც ჩინეთში მისი საქმიანობის სიღრმისეულ შეფასებასაც მოიცავს. აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება მსოფლიოს უმსხვილეს საავტომობილო ბაზარზე მოსალოდნელზე გაცილებით მკვეთრ ვარდნას, რომელმაც კომპანიის ფინანსურ შედეგებზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

კომპანია გეგმავს, რომ მომავალში ჩინეთში წარმოებული ავტომობილებისთვის საჭირო კომპონენტები თითქმის სრულად ადგილობრივი მომწოდებლებისგან შეიძინოს, რაც ხარჯების შემცირებასა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image EBRD უზბეკეთში მეწარმეობას უჭერს მხარს

03.11.2026.13:00

უზბეკეთში უფრო მეტ ახალგაზრდა მეწარმეს ექნება დაფინანსებაზე წვდომის შესაძლებლობა Davr Bank-ის მიერ საკრედიტო საქმიანობის გაფართოების შედეგად, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ცენტრალური აზიისთვის განკუთვნილი პროგრამის „ახალგაზრდები ბიზნესში“ (Youth in Business - YiB) ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა ორიენტირებულია მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებზე (MSMEs), რომლებსაც 35 წლამდე ასაკის პირები ფლობენ ან მართავენ.

პროგრამის ფარგლებში EBRD Davr Bank-ს 25 მილიონ აშშ დოლარამდე (22 მილიონი ევრო) სესხს გამოუყოფს. აღნიშნული დაფინანსების სულ მცირე ერთი მესამედი ქალების მიერ მართულ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს მოხმარდება. ამასთან, Davr Bank განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს უზბეკეთის სოფლებში მოქმედ საწარმოებს.

უზბეკეთის მთავრობის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 26%-ზე მეტი 30 წლის ან ნაკლები ასაკისაა. ახალგაზრდები წარმოადგენენ სამუშაო ძალას, რომელსაც ტექნოლოგიური და ციფრული უნარები გააჩნია და რომლისთვისაც მომდევნო წლებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მნიშვნელოვანი იქნება. აღნიშნული შესაძლებლობების შექმნა EBRD-ის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

პროექტი ასევე ხელს შეუწყობს დედაქალაქის ფარგლებს გარეთ ახალგაზრდა მეწარმეების მიერ მართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსური მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას. ამასთან, Davr Bank-ს შესაძლებლობა ექნება, კიდევ უფრო განავითაროს ახალგაზრდა მეწარმეების მომსახურებაზე ორიენტირებული საბანკო პროდუქტები და სისტემები.

EBRD-ს უზბეკეთში დღემდე 219 პროექტის ფარგლებში თითქმის 7.3 მილიარდი აშშ დოლარის (6.5 მილიარდი ევრო) ინვესტიცია აქვს განხორციელებული. აღნიშნული რესურსების უდიდესი ნაწილი კერძო მეწარმეობის მხარდაჭერისკენ არის მიმართული.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა