მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7202.1
-0.0079
flag
AZN 1.5281
-0.0011
flag
CNY 39.062
-0.0002
flag
EUR 2.9108
-0.0008
flag
GBP 3.4814
-0.0088
flag
KZT 57.36
0.0005
flag
TRY 0.052
0
flag
USD 2.5973
-0.0019
news banner

Mercedes-Benz-ის მეორე კვარტლის გაყიდვები შემცირდა, ჩინურ ბაზარზე კონკურენციის გაძლიერების ფონზე

news image
mbc image

გერმანულმა ავტომწარმოებელმა Mercedes-Benz-მა ოთხშაბათს განაცხადა, რომ კომპანიის ძირითადი საავტომობილო ბიზნესის გაყიდვები მეორე კვარტალში კვლავ შემცირდა. წლიურ ჭრილში კლება 8%-ს შეადგენდა, რაც, კომპანიის განმარტებით, ჩინეთში გამწვავებულმა კონკურენციამ განაპირობა.

კომპანიის განცხადების თანახმად, აპრილ-ივნისის პერიოდში ავტომობილების მიწოდება 417,800 ერთეულამდე შემცირდა.

ჩინეთში გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით დაეცა. Mercedes-Benz-ის განცხადებით, ეს გამოწვეულია „კონკურენტული გარემოს გაძლიერებითა და კომპანიის ახალი მოდელების ბაზარზე ეტაპობრივი დანერგვის დროითი ფაქტორით“.

ამასთან, აშშ-ში მეორე კვარტლის გაყიდვები 10%-ით გაიზარდა, ხოლო ევროპაში 4%-ით.

ელექტრომობილების (BEV) გაყიდვები 50%-ით გაიზარდა და 63,000 ერთეულს მიაღწია, რაც მოიცავს როგორც მსუბუქ ავტომობილებს, ისე ფურგონებს.

საინტერესოა ისიც, რომ ევროპელი ავტომწარმოებლები ჩინეთის ბაზარზე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი საავტომობილო ბაზარია, ადგილობრივ ბრენდებთან მკაცრი ფასობრივი კონკურენციის პირობებში ოპერირებენ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image SAP ძვირადღირებულ AI მოდელებს უფრო იაფი ალტერნატივებით ანაცვლებს და €2 მილიარდზე მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღებას გეგმავს

03.11.2026.14:00

გერმანული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანია SAP-ი, რომლის პროდუქტებსაც მსოფლიოს მრავალი უმსხვილესი კომპანია იყენებს, საკუთარ სისტემებში ინტეგრირებულ ძვირადღირებულ ხელოვნური ინტელექტის მოდელებს უფრო იაფი ალტერნატივებით ანაცვლებს. კომპანიის მოლოდინით, აღნიშნული ცვლილება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ეფექტიანობის გაუმჯობესების შედეგად 2 მილიარდ ევროზე მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღებას შეუწყობს ხელს.

SAP-ი იყენებს ხელოვნური ინტელექტის 70-ზე მეტ მოდელს, მათ შორის OpenAI-ის, Anthropic-ისა და Google-ის მიერ შემუშავებულ მოდელებს. კომპანია სულ უფრო ხშირად ირჩევს ყველაზე დაბალფასიან მოდელს, რომელსაც კონკრეტული ამოცანის შესრულება ხარისხის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შეუძლია. ამასთან, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გაფართოების პარალელურად, კომპანია ამ მიმართულებით საერთო ხარჯების ზრდას კვლავ ელოდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა