Microsoft 2032 წლისთვის მონაცემთა ცენტრების სიმძლავრის 38 გიგავატამდე გაზრდას გეგმავს
Microsoft 2032 წლისთვის მონაცემთა ცენტრების სიმძლავრის დაახლოებით 38 გიგავატამდე გაზრდას გეგმავს, რაც კომპანიის ამჟამინდელ სიმძლავრეს სამჯერ აღემატება. კომპანიის ამჟამინდელი 12 გიგავატიანი სიმძლავრიდან მხოლოდ დაახლოებით 2 გიგავატი მოდის ხელოვნურ ინტელექტზე (AI) სპეციალიზებულ ჩიპებზე. მოსალოდნელია, რომ AI-სთვის განკუთვნილი სიმძლავრის წილი გაიზრდება და Microsoft-ის მიერ დაგეგმილი 38 გიგავატის დაახლოებით მესამედს მიაღწევს.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.