მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მიკი მაუსის შავ-თეთრი ვერსია უკვე საჯარო საკუთრებაა

news image
mbc image

ცნობილი მიკი მაუსი უჩვეულო როლში. იმ დღეს, როდესაც Disney-ს თაგვზე საავტორო უფლება ამოიწურა, გამოვიდა ახალი საშინელებათა ფილმის თრეილერი, რომელშიც მთავარი ანტაგონისტი-მკვლელი სახეს მალავს მიკი მაუსის ნიღბის ქვეშ.

1928 წლის საკულტო მულტფილმი "Steamboat Willie", რომელშიც პირველად გამოჩნდა მაშინდელი მდუმარე შავ-თეთრი მიკი და მინი მაუსი, 1 იანვარიდან  საჯარო გახდა, რადგანაც Disney-ს მიკი მაუსის პირველ ფილმზე საავტორო უფლებების ვადა ამოეწურა. ირკვევა, რომ ამერიკის კანონმდებლობა საავტორო უფლებების ვადას 95 წლით ადგენს.

ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მღრღნელის გამოსახულება ახლა მთელ მსოფლიოში რეჟისორებს, სცენარისტებს და მხატვრებს შეუძლიათ გამოიყენონ.

სიმართლე, რომ ვთქვათ ნებისმიერს შეუძლია გამოიყენოს მიკი მაუსის გამოსახულება ორიგინალურ ვერსიაში უფასოდ და ნებისმიერი მიზნით, და ამით, როგორც უოლტ დისნეის კომპანია შიშობდა, არ ისარგებლეს ახალი "საშინელებათა" ფილმის "მიკის მაუსის ხაფანგის" (Mickey’s Mouse Trap) ავტორებმა და თავიანთი თრილერის თრეილერი (შეიცავს ძალადობის სცენებს) ინტერნეტში განათავსეს.

კომედიური ელემენტებით ამ საშინელებათა ჟანრის ფილმში, ახალგაზრდა ქალი გადაწყვეტს სათამაშო დარბაზში აღნიშნოს დაბადების დღე, მაგრამ ლამაზი წვეულების ნაცვლად, მასზე და მის მეგობრებზე ნადირობს მანიაკი მკვლელი დანით და მიკი მაუსის კოსტუმით.

ცნობილია, რომ მულტფილმის პერსონაჟი ასევე გამოყენებული იქნება სტუდია Nightmare Forge Games-ის კომპიუტერულ თამაშში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს

27.11.2026.09:00

ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.

2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა