მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მსოფლიო ბაზარზე ელექტრომობილების ფასი ეცემა - მიზეზები

news image
mbc image

გლობალურმა ავტომწარმოებლებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს ელექტრომობილებზე ფასდაკლებების დიაპაზონი და მასშტაბები, რათა შეანელონ მათზე მოთხოვნის შესუსტება, წერს Financial Times HSBC-ის მიერ შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

პირველად ავტოკომპანიებს უწევთ ზომების მიღება მომხმარებელთა ინტერესის გასაზრდელად, მაშინ როცა ადრე ელექტრომობილებს არასაკმარისი წარმოების მოცულობის გამო თვეობით ელოდნენ.

დიდ ბრიტანეთში ოქტომბრის ფასდაკლებით ელექტრომობილის ყიდვა რეკომენდებულ საცალო ფასზე საშუალოდ 11%-ით, აშშ-ში - 10%-ით უფრო იაფად გახდა შესაძლებელი. ერთი წლის წინ გერმანიაში ელექტრომობილებზე ფასდაკლებებს თითქმის არ სთავაზობდნენ, ახლა კი ფასდაკლების დიაპაზონი დაახლოებით 7%-ია.

სტატიაში ნათქვამია, რომ მოთხოვნა მოლოდინზე დაბალი იყო, ნაწილობრივ მაღალი ფასების, უარყოფითი ანგარიშების (მაგ. მანქანების გაწვევა, ბატარეის ხარვეზი) და ცუდი დატენვის ინფრასტრუქტურის გამო, რამაც მასობრივი ბაზარი ელექტრო მანქანების შეძენის კუთხით ფრთხილი გახდა. 

AutoTrader-ის თანახმად, დიდ ბრიტანეთში ახალი ელექტრო მანქანების ორი მესამედი გაიყიდა ფასდაკლებით ან სესხზე მნიშვნელოვნად შემცირებული საპროცენტო განაკვეთებით. შეერთებულ შტატებში ბოლო 12 თვის განმავლობაში ელექტრომობილებზე ფასდაკლება სამჯერ გაიზარდა.

ამერიკული Tesla მუდმივად ამცირებს ფასებს ევროპაში, აშშ-სა და ჩინეთში მანქანების გაყიდვის მხარდასაჭერად. ეს ასევე გავლენას ახდენს კონკურენტებზე.

FT აღნიშნავს, რომ ბაზარზე მანამდეც იყო მოთხოვნის შესუსტების გამაფრთხილებელი ნიშნები. კერძოდ,  Volkswagen-მა შეაჩერა ბატარეის მეოთხე ქარხნის მშენებლობის გეგმები, რის გამოც ევროპაში ელექტრომობილებზე მოთხოვნა შემცირდა, ხოლო Mercedes-Benz-მა ჩინეთი ელექტრომობილებზე „სასტიკი ფასების გამო“ მოგების შემცირებაში დაადანაშაულა.

თუმცა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ელექტრომობილების შეძენას  აფერხებს - ეს არის მთავრობის პოლიტიკა ამ სფეროში. თუ ადრე მოსახლეობა ელექტრომობილებს მომავლის ერთადერთ ვარიანტად მიიჩნევდა, ახლა ამ თემაზე ეჭვები ჩნდება.

ბრიუსელმა გადაწყვიტა, რომ 2035 წლიდან ახალი ტიპის მანქანების გაყიდვა დაუშვას, რომლებიც სინთეტიკური ელექტრო საწვავებით (ნახშირბადის ნეიტრალური საწვავის ახალი კლასი, რომელიც წარმოებულია განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის გამოყენებით) იკვებება. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს

27.11.2026.09:00

ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.

2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა