მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 126 დოლარამდე გაიზარდა
Brent-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე 126 დოლარამდე ავარდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 2022 წლის შემდეგ ეს ნავთობის ყველაზე მაღალი ფასია. ფასის მატება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ირანული პორტების ბლოკადის გამოცხადებასთან არის დაკავშირებული.
The Guardian-ი იუწყება, რომ Brent-ის მარკის ნავთობის ფასი უკანასკნელ 24 საათში 13%-ით გაიზარდა. მიმდინარე კვირას სანავთობო ბაზრები შეშინებულები იყვნენ, რადგან ტრამპმა განაცხადა, რომ ის მზადაა ირანული პორტების ბლოკადის გასაგრძელებლად, რის საპასუხოდ ისლამურმა რესპუბლიკამ ჰორმუზის სრუტე მთლიანად დაკეტა.
ისლამაბადში დაგეგმილი აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებები კი არ შედგა, შესაბამისად, ჩიხური ვითარება გრძელდება, ასკვნის გამოცემა.
სხვა სიახლეები
ნავთობის ფასი ბოლო თვის მაქსიმუმამდე გაიზარდა
14.07.2026.14:28
ნავთობის ფასი თითქმის 3%-ით გაიზარდა და ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის საზღვაო ბლოკადა განაახლა, ხოლო ორმა ქვეყანამ ჰორმუზის სრუტეში თავდასხმები გააძლიერა, რამაც ენერგონაკადების გარშემო გაურკვევლობა გაზარდა.
Reuters-ის ცნობით, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 1,50 დოლარით, ანუ 1,8%-ით გაიზარდა და ბარელზე 84,80 დოლარი შეადგინა, ხოლო ამერიკული West Texas Intermediate (WTI) 1,70 დოლარით, ანუ 2,2%-ით გაძვირდა და ბარელზე 79,84 დოლარი გახდა.
მანამდე ორივე კონტრაქტის ფასი ბარელზე 2 დოლარზე მეტით იზრდებოდა, თუმცა მოგვიანებით მათ პოზიციები ნაწილობრივ დათმეს. წინა დღეს Brent-ის ფასი 9,6%-ით გაიზარდა, რაც 2020 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდა იყო.
ამჟამად ნავთობის ფასები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ 17 ივნისს ომის დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.