მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი შემცირდა და ერთი ბარელის ღირებულება $85 გახდა
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაახლოებით 4%-ით შემცირდა და ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა 85 აშშ დოლარი შეადგინა.
ფასის კლება შეინიშნება ამერიკულ ნედლ ნავთობზეც, ბოლო საათებში ერთი ბარელის ფასი 80.07 აშშ დოლარია და გუშინდელ ფასს 2,3%-ით ჩამორჩება.
ცნობისთვის, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კლება ირანსა და ომანს შორის ჰორმუზის სრუტეში დროებითი საზღვაო დერეფნის შექმნაზე მოლაპარაკებების განახლების შემდეგ შეინიშნება.
სხვა სიახლეები
აშშ-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვიზებზე განაცხადების მიღება შეაჩერა
26.08.2026.12:44
აშშ-მა ვიზებზე განაცხადების მიღება მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეაჩერა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების მიზნით, იწყება პერსონალის გადამზადება აშშ-ს საელჩოებსა და საკონსულოებში, რის გამოც სავიზო განაცხადების მიღების გრაფიკი ამ ღონისძიებების გათვალისწინებით გაიწერება.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში არ აზუსტებენ ტრენინგების ვადებსა და დეტალებს. მათივე ცნობით, ეს პროცესი მიმართულია იმაზე, რომ დაეხმაროს საკონსულოს თანამშრომლებს გამოავლინონ ის აპლიკანტები, რომლებიც მათი აზრით, შესაძლოა გახდნენ აშშ-ს მთავრობის შეღევათებზე დამოკიდებული
მანამდე გამოცემა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აპლიკანტებმა რომელთაც უკვე ჩანიშნული ჰქონდათ გასაუბრებები საელჩოებსა და საკონსულოებში, ელექტრონული ფოსტით მიიღეს შეტყობინებები, რომ მათი გასაუბრება გადაიდო და ახალი თარიღის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით ეცნობებათ.