მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO) ბიუჯეტის 10%-ით შემცირებას გეგმავს
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO) გეგმავს ხარჯების დაახლოებით 10%-ით შემცირებას, მათ შორის ახალი თანამშრომლების მიღების შეჩერებას და მოკლევადიანი პერსონალის შემცირებას, - მას შემდეგ, რაც წევრი ქვეყნების მზარდმა ნაწილმა დროულად ვერ გადაიხადა საწევროები.
1995 წლიდან გლობალური ვაჭრობის წესების ზედამხედველი ორგანიზაცია უკვე არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, მათ შორის აშშ-ის მასშტაბური ტარიფების გამო, რომლებმაც საერთაშორისო ვაჭრობა მნიშვნელოვნად შეცვალა.
ორგანიზაცია გეგმავს ხარჯების შემცირებას - 2026 წლისთვის წევრების მიერ დამტკიცებული 204.9 მილიონი შვეიცარიული ფრანკის ($263 მილიონი) ბიუჯეტიდან 183.4 მილიონ ფრანკამდე, რათა შეავსოს ფინანსური დეფიციტი მანამ, სანამ საწევრო შენატანები სრულად მიიღება, ნათქვამია 18 თებერვლით დათარიღებულ დოკუმენტში.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.