მსოფლიოში მხოლოდ ექვსი ბიტკოინ-მილიარდერია
მსოფლიოში 425 მილიონი ადამიანი იყენებს კრიპტოვალუტას.
ლონდონში დაფუძნებული საინვესტიციო მიგრაციის საკონსულტაციო კომპანიის Henley & Partners-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარის თანახმად, მსოფლიოში 40 000-ზე მეტი კრიპტოვალუტის მილიონერია, რომლებიც ფლობენ ბიტკოინს (BTC).
კომპანიის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, Henley & Partners-ი აღნიშნავს, რომ მსოფლიოში დაახლოებით 88,200 მილიონერია, რომლებიც ფლობენ კრიპტოვალუტის აქტივებს, რომელთაგან 40,500 ფლობს BTC-ს. მოხსენებაში ნათქვამია, რომ 182 ადამიანიდან, რომლებიც ფლობდნენ 100 მილიონ დოლარზე მეტ კრიპტოვალუტას, 78 ბიტკოინერი იყო.
გარდა ამისა, 22 კრიპტოვალუტით მოვაჭრეებიდან 6-მა, რომელთა ქონებაც 1 მილიარდ დოლარზე მეტია, „ბიტკოინის ვაჭრობით გამოიმუშავეს ქონება“.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.