მსურს გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციისა და ზოგადად მშვიდობის ხელშეწყობისთვის - ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის დამყარების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.
სომხეთის მთავრობის თავმჯდომარემ აგრეთვე მადლობა გადაუხადა კობახიძეს აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობისთვის.
„მსურს მადლობა გადავუხადო აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის დამყარების და ზოგადად მშვიდობის ხელშეწყობისთვის“, - განაცხადა ფაშინიანმა.
სხვა სიახლეები
რაც შეეხება საქართველოს, ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ - მთავრობის ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის წყალობით, საქართველო მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება l პაველ დუროვი
24.07.2026.12:24
„ტელეგრამის“ დამფუძნებელი, პაველ დუროვი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საქართველოს მიმართ აღტაცებას გამოთქვამსდა საქართველოს მთავრობის ბიზნესპოლიტიკასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უსვამს ხაზს.
„რაც შეეხება საქართველოს, ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ქვეყანა ცნობილია თავისი თბილი ხალხით, უძველესი კულტურით, ადგილობრივი სამზარეულოთი და განსაცვიფრებელი პეიზაჟებით. თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება. მთავრობის ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის წყალობით, საქართველო მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება. ქვეყნის ეკონომიკა 5 წელიწადში გაორმაგდა და წლიურად კვლავ 8%-ით იზრდება. საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები მოგების გადასახადს არ იხდიან (0%), დივიდენდებსა და ხელფასებზე კი მხოლოდ 5%-იანი გადასახადი მოქმედებს. საქართველო, როგორც ტურისტული და ბიზნესმიმართულება, სერიოზულად დაუფასებელია. ძალიან მალე დავბრუნდები!“ - განაცხადა დუროვმა.