ნავთობი იაფდება - ბრენტის ფასი $90-ს ჩამოსცდა
Brent-ის დეკემბრის ფიუჩერსების ფასმა ლონდონის ICE Futures ბირჟაზე 88,19 დოლარი შეადგინა ბარელზე, რაც 0,26 დოლარით (0,30%) აღემატება წინა სესიის დახურვის მაჩვენებელს.
WTI ნავთობის კონტრაქტების ფასი დეკემბრისთვის ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) 27 ოქტომბერს ვაჭრობისას გაიზარდა 0,23 დოლარით (0,28%) და ბარელზე 83,44 აშშ დოლარი შეადგინა.
მანამდე ვაჭრობისას Brent-ის ფასი ბარელზე 90,24 დოლარამდე გაიზარდა, WTI კი - 85,35 დოლარამდე ბარელზე.
პარასკევს ბაზრის ზრდას ხელი შეუწყო ახლო აღმოსავლეთში გაზრდილი დაძაბულობი შესახებ ახალმა ცნობებმა. კერძოდ, სირიაში ირანთან ასოცირებულ მიზნებსა და ჯგუფებზე აშშ-ის დარტყმების შესახებ.
ნავთობის ფასები დაეცა მას შემდეგ, რაც ალ ჯაზირამ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, ისრაელსა და ჰამასს შორის მოლაპარაკებებში ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეების გაცვლაზე პროგრესის შესახებ. აღნიშნავს ფილ ფლინი, The Price Futures Group-ის ნავთობის ბაზრის მთავარი ანალიტიკოსი.
თუმცა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის შიში კვლავ რჩება.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.