ნავთობი იაფდება - ბრენტის ფასი ბარელზე $81-მდე შემცირდა
ნავთობი 10 ნოემბერს უმნიშვნელოდ გაძვირდა, თუმცა ფასი ნედლეულზემესამე კვირაა მცრდება, რადგან ჰამასი ისრაელის კნფლიქტის ფონზე „შავი ოქროს“ გადაზიდვის შეფერხების საფრთხე მცირედით განეიტრალდა და მოთხოვნა გაიზარდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
Brent-ის მარკის ნავთობის იანვრის ფიუჩრსები კვირის ბოლოს 41 ცენტით გაძვირდა $80,42 დოლარამდე, ხოლო ამერიკული ნავთობის შემთხვევაში West Texas Intermediate (WTI) დეკემბრის ფიუჩერსები 32 ცენტით გაძვირდა და $76,06 გაუტოლდა.
პარასკევს, მცირედი გაძვირების მიუხედავად, გასულ კვირას Brent-ის მარკის ნავთობი 5,7%-ით, ხოლო WTI-ის მარკის 5,9%-ით გაიაფდა.
სტატისტიკის თანახმად, მესამე კვირაა ნავთობის ფასი განუხრელად მცირდება, რაც აპრილის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი მაჩვენებელია.
„ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის გადმოზიდვის საფრთხე თანდათან მცირდება“, - ნათქვამია ANZ Research-ის ინფორმაციაში.
„კონფლიქტი კარგად არის ლოკალიზებული ღაზას საზღვრებში, იმის მიუხედავად, რომ გავრცელების საფრთხე არსებობს, რადგან არაბეთის ქვეყნები ღიად გამოხატავენ თავის უკმაყოფილებას“, - ამბობენ ანალიტიკოსები.
9 ნოემბერს, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ისრაელმა ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში დღის განმავლობაში 4 საათით კონფლიქტის შეჩერების შესახებ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის ნიშნები არ არსებობდა. განცდა, რომ ჰამასისა და ისრაელის კონფლიქტის ფონზე ნავთობის გადაზიდვის შეფერხება შემცირდება, ჩინეთის მხრიდან ნედლეულზე მზარდი მოთხოვნის ფონზე გაჩნდა, რომელიც მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია.
ჩინეთის სუსტი ეკონომიკური მონაცემების ფონზე გასულ კვირას, ნავთობზე მოთხოვნის დაცემის შიშები გაჩნდა. ამის გარდა ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა განაცხადეს, რომ დეკემბრიდან საუდის არაბეთიდან ნავთობის შესყიდვას შეამცირებენ.
ამ ფონზე Citi-ის ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ნავთობზე ფასი შესაძლოა, კიდევ შემცირდეს, რადგან არის მოლოდინი, რომ წნეხი ფასებზე ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაცემისას შემცირდება.
„გვაქვს მოლოდინი, რომ ფასები კონსოლიდირდება და ჩვენი მოკლევადიანი პროგნოზებით ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები პოზიციას შეიცვლიან“, - აცხადებენ Citi-ის ანალიტიკოსები.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.