ნავთობის ექსპორტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით 11თვეში 27,6 მლნ ტონამდე გაიზარდა
აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, ნავთობის ექსპორტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით, რომელსაც მართავს BP, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 27,6 მლნ ტონამდე გაიზარდა, (2022 წლის იანვარ-ნოემბერში 27,1 მლნ ტონა).
BTC-ით გადაზიდული ტრანზიტული ნავთობის მოცულობა 4,7 მილიონი ტონიდან 4,8 მილიონ ტონამდე გაიზარდა.
აზერბაიჯანმა ნავთობის ექსპორტის მთლიანი მოცულობის 75,9% BTC-ით გადაიტანა, რამაც 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 36,4 მლნ ტონა შეადგინა.
BTC-ის მთლიანი სიგრძე, რომელიც აწვდის კასპიის ნავთობს თურქეთის პორტ ჯეიჰანში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ტანკერებით შემდგომი გადაზიდვისთვის 1768 კილომეტრია. მილსადენის სიმძლავრე იძლევა დღეში 1,2 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტის საშუალებას. პროექტის მიხედვით, BTC-ის სიმძლავრე შეიძლება გაიზარდოს 2,2 მილიონ ბარელამდე დღეში.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.