ნავთობის ფასი ბარელზე $81-ს გადასცდა
Brent-ის ტიპის ნავთობის ფიუჩერსების ფასი სექტემბრის მიწოდებისთვის ლონდონის ICE ბირჟაზე 2023 წლის 26 აპრილის შემდეგ ბარელზე $81 პირველად გადასცდა. რასაც საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის მონაცემები მოწმობს.
ბირჟის მონაცემებით, Brent-ის ფასი 1,21%-ით გაიზარდა და ბარელზე 81,17 დოლარი შეადგინა.
მანამდე, 7 ივლისს ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი 0,28 დოლარით (0,37%) გაიზარდა და ბარელზე 76,80 დოლარი შეადგინა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოთხშაბათს, 12 ივლისს, რუსული „ურალის“ ტიპის ნავთობის ძირითადი ი საექსპორტო ფასმა, G7-ის ქვეყნების მიერ დადგენილ ფასს ბარელზე 60 დოლარს გადააჭარბა.
ნოვოროსიისკის პორტში გადაზიდვით ნედლეულის ღირებულებამ 60,78 დოლარი შეადგინა. ამასთან, ზაფხულის დასაწყისში ურალის ფასი ბარელზე 52 დოლარი იყო.
საკონსულტაციო კომპანია Energy Aspects Ltd-ის გეოპოლიტიკის ხელმძღვანელი რიჩარდ ბრონცი მიიჩნევს, რომ ფასების ზრდაზე გავლენას ახდენს ჩრდილოვანი ტანკერების ფლოტის გაფართოება, დასავლური მზღვეველების ალტერნატივების გაჩენა და გადახდის მეთოდები.
სხვა სიახლეები
Emirates-მა ახალი ლუქს-ლაუნჯის დიზაინი წარადგინა, რომლის ინვესტიცია თითოეულ აეროპორტში დაახლოებით $13.6 მილიონი იქნება
03.07.2026.19:00
Emirates-მა ახალი ლუქს-ლაუნჯის დიზაინი წარადგინა, რომლის ინვესტიცია თითოეულ აეროპორტში დაახლოებით $13.6 მილიონი იქნება. ახალი ლაუნჯის კონცეფცია უკვე დაინერგა მიუნხენისა და ფრანკფურტის Emirates Lounge-ებში, ხოლო მომდევნო თვეებში მისი გაფართოება იგეგმება მანჩესტერში, მავრიკიასა და სტამბოლში.
Emirates-ის ინფორმაციით, კომპანია თითოელ ახალი თაობის ლაუნჯში დაახლოებით $13.6 მილიონზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს, რათა გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა ძირითად საერთაშორისო მიმართულებებზე.
რედიზაინი აერთიანებს ავიაკომპანიის უახლესი თვითმფრინავების სალონების დიზაინის ელემენტებს, რაც აისახება აეროპორტის სივრცეებში - განახლებული ავეჯით, ტექნოლოგიებით, სასადილო ზონებით, ადგილობრივად შთაგონებული მენიუებით და სპეციალური სივრცეებით მუშაობის, დასვენებისა და სოციალური ურთიერთობისთვის.
ავიაკომპანიის განცხადებით, ახალი ლაუნჯის დიზაინი მომავალში იქნება Emirates-ის ლაუნჯების გლობალური სტანდარტის საფუძველი.
Emirates-ის თავმჯდომარის მოადგილემ და ოპერაციების მთავარმა დირექტორმა, აღნიშნა, რომ ეს ინვესტიცია ასახავს კომპანიის ფოკუსს მგზავრის გამოცდილების გაუმჯობესებაზე მთელი მოგზაურობის განმავლობაში.
„ჩვენი ინვესტიცია ახალი თაობის ლუქს-ლაუნჯების კონცეფციაში ასახავს Emirates-ის მუდმივ ერთგულებას, უზრუნველყოს უწყვეტი და პრემიუმ გამოცდილება მოგზაურობის ყველა ეტაპზე,“ - განაცხადა მან.