მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.2
0.0047
flag
AZN 1.5357
0.0019
flag
CNY 38.966
0.0023
flag
EUR 2.9933
-0.0008
flag
GBP 3.4896
0.0001
flag
KZT 58.37
0.0027
flag
TRY 0.0535
0.0001
flag
USD 2.6104
0.003
news banner

ნავთობის ფასი მცირდება

news image
mbc image

ნავთობის ფასები ბარელზე 4 დოლარზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავი შეიკავა ირანზე ახალი თავდასხმისგან და განაცხადა, რომ სწრაფი შეთანხმების მიღწევისკენ ისწრაფვის​.

Reuters-ის ცნობით, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 4,49 დოლარით (5,11%-ით) შემცირდა - 83,44 დოლარამდე, ამერიკული WTI მარკის ნავთობის ფასმა კი 79,77 დოლარი შეადგინა ბარელზე, რაც წინა მაჩვენებელზე 4,90 დოლარით (5,79%-ით) ნაკლებია.

ორივე კონტრაქტის ღირებულება გასულ თვეში 20%-ზე მეტით გაიზარდა აშშ-სა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებისა და ომანის მახლობლად რამდენიმე ტანკერზე თავდასხმის შემდეგ, რამაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება გააძლიერა და გადამზიდავები სპარსეთის ყურეში ნავთობის ჩასატვირთად შესვლისგან შეაკავა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image Volvo Cars 2030 წლისთვის 13 ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს ბაზრის წილი გააორმაგების მიზნით

23.09.2026.10:00

Volvo Cars-მა ხუთშაბათს განაცხადა, რომ 2030 წლამდე 13 ახალ მოდელს გამოუშვებს, რათა ბაზრის წილი გააორმაგოს. შვედური ავტომწარმოებელი ამჟამად აშშ-ის ტარიფებისა და ჩინეთში გაყიდვების შემცირების გავლენას ებრძვის. განცხადების შემდეგ კომპანიის აქციების ფასი თითქმის 2%-ით გაიზარდა. ჩინეთის Geely Holding-ის მფლობელობაში მყოფ Volvo-ს CEO-ს ხელმძღვანელობით სულ უფრო რთული ბალანსის დაცვა უწევს - კომპანიამ დასავლურ და ჩინურ ტექნოლოგიებს შორის გამიჯვნა უნდა უზრუნველყოს, რათა აშშ-ში ავტომობილების გაყიდვა გააგრძელოს. 

Volvo ჩინეთისთვის, რომელიც მსოფლიოში ავტომობილების უმსხვილესი ბაზარია, ექვს ახალ მოდელს, ხოლო დასავლეთის ბაზრებისთვის შვიდ მოდელს გეგმავს. ახალი მოდელების ხაზში როგორც ელექტრომობილები, ისე ჰიბრიდული ავტომობილები იქნება წარმოდგენილი. კომპანია ასევე მიზნად ისახავს, რომ გადასახადების გადახდამდე მოგების მარჟა 2025 წლის 3.5%-დან 8%-ზე მეტად გაზარდოს.

დასავლეთის ბაზრებისთვის განკუთვნილი მოდელები Volvo-ს ორ პლატფორმაზე იქნება აგებული, რაც საინვესტიციო ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს. ჩინეთის ბაზრისთვის განკუთვნილი მოდელები კი მონათესავე კომპანია Geely Auto-სთან ერთობლივად შეიქმნება.

Volvo-ს მიწოდების ჯაჭვის ხელმძღვანელმა ანალიტიკოსებსა და ინვესტორებს განუცხადა, რომ კომპანია აშშ-ის მომხმარებლებისთვის დიდი ზომის, ევროპისთვის მცირე და საშუალო ზომის, ხოლო ჩინეთისთვის საშუალო ზომის ავტომობილების განვითარებას გეგმავს.

მისივე თქმით, კომპანია ასევე მზადაა, სხვა ავტომწარმოებლებისთვის ავტომობილები ჩინეთის ქალაქ ჩენგდუსა და ბელგიის ქალაქ გენტში მდებარე ორ ქარხანაში აწარმოოს და შესაძლო პარტნიორობებზე კონკურენტებთან მოლაპარაკებებიც გამართოს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა