მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ნიდერლანდურმა Yandex NV-მ შესაძლოა, ყველა რუსული აქტივი ერთდროულად გაყიდოს – Reuters

news image
mbc image

ნუდერლანდური ჰოლდინგი Yandex Yandex N.V. არა მხოლოდ საკონტროლო პაკეტის, არამედ ყველა რუსული აქტივის ერთდროულად გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ Reuters 3 ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, მხარეები ცდილობენ გარიგების წლის ბოლომდე დასრულებას.

ტექნოლოგიური კომპანია Yandex, რომელსაც ხშირად „რუსულ გუგლს“ უწოდებენ, იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან რუსულ კომპანიებს შორის, რომელსაც ჰქონდა პოტენიალი გლობალური ბიზნესი გამხდარიყო. 

Yandex დომინირებს ტაქსისა და ონლაინ რეკლამის სექტორში რუსეთში. მისი სამგზავრო სერვისი მოქმედებს აფრიკის რვა ქვეყანაში და კომპანიამ გამოსცადა თვითმართვადი მანქანები ისრაელსა და შეერთებულ შტატებში.

კრემლის ზეწოლის ქვეშ, Yandex-მა თავისი ახალი ამბების აგრეგატორი და სხვა ონლაინ საკუთრება მიჰყიდა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად კონკურენტ VKontakte-ს 2022 წლის ბოლოს, მისი ბიზნესის დეპოლიტიზების მიზნით. ამის შემდეგ კომპანიამ დაიწყო მუშაობა კორპორატიულ რესტრუქტურიზაციაზე.

დუბაიში კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა ნოემბრის ბოლოს არის დაგეგმილი და დაინტერესებული მხარეები იმედოვნებენ, რომ დეკემბერში შეთანხმებას მიაღწევენ, თუმცა, ნებისმიერი გარიგება საბოლოო ჯამში მოითხოვს აქციონერებისა და რუსეთის მთავრობის თანხმობას.

Yandex-მა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, თანამოსაუბრეებმა კი Reuters-თან ანონიმურობის პირობით ისაუბრეს.

ნიდერლანდური ჰოლდინგური კომპანიის Yandex NV-ის დაგეგმილი რესტრუქტურიზაცია მიზნად ისახავს აქციონერებისთვის ფულის ნაწილის დაბრუნებას მისი ძირითადი რუსული შემოსავლის მომტანი ბიზნესების გაყიდვით, როგორიცაა მანქანების მოზიდვა და შეკვეთა. შემდეგ კომპანია გეგმავს კიდევ ოთხი ბიზნეს ხაზის განვითარებას საერთაშორისო დონეზე.

ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, Yandex N.V. შესაძლოა, კალინინგრადის რეგიონში შექმნილი ჰოლდინგის 100% გაყიდოს, განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ. მეორემ თქვა, რომ Yandex NV-ის სრული გასვლა საკმაოდ სავარაუდოა, თუმცა ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის.

მესამე წყარომ განაცხადა, რომ ამ სცენარის მიხედვით Yandex NV მთლიანად გაწყვეტს რუსეთთან ურთიერთობას. წყაროებმა აღნიშნეს, რომ მყიდველებმა შეიძლება არ მიიღონ აქტივების 100%, რადგან Yandex-ის მენეჯმენტს შეიძლება ჰქონდეს აქციების ოფციები. ზოგიერთ რუს ინვესტორს Yandex NV-ში ასევე ექნება შესაძლებლობა Yandex NV-ში თავისი აქციები გადაიტანოს.

ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ გარიგების ჯამური ღირებულება 560 მილიარდ რუბლად (6,18 მილიარდი დოლარი) შეაფასა, იმ 50%-იანი ფასდაკლების გათვალისწინებით, რომელსაც კრემლი მოითხოვს უცხოური აქტივების გაყიდვისას.

სხვა წყარომ დასძინა, რომ გარიგება დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი იქნება.

მაისში, წყაროებმა Reuters განუცხადეს, რომ რუსმა მილიარდერებმა კომპანიის ნახევარზე 7 მილიარდი დოლარი შესთავაზეს. 

რუსეთის ფედერაციამ გაზარდა ზეწოლა უცხოურ კომპანიებზე, რომლებიც ტოვებენ ბაზარს, აქტივების გაყიდვის სშემთხვევაში კრემლი მოითხოვდა ფულის რუსეთის ბიუჯეტში ჩარიცხვას. 

გარიგების პერსპექტივები კიდევ უფრო გაუარესდა, როდესაც Yandex-ის თანადამფუძნებელმა არკადი ვოლოჟმა გააკრიტიკა რუსეთის "ბარბაროსული" შეჭრა უკრაინაში.

მოგვიანებით ოთხმა წყარომ განუცხადა Reuters-ს, რომ კრემლის შიში სერიოზული ტექნიკური ტვინის გადინების შესახებ იყო მთავარი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლიდა რუსეთს Yandex-ის ნაციონალიზაციაში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს

27.11.2026.09:00

ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.

2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა