მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ნიკოლ ფაშინიანმა ეკონომიკის მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე დანიშნა

news image
mbc image

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, ლევონ მოვსისიანი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

შესაბამისი განკარგულება მთავრობამ ოთხშაბათს გამოაქვეყნა.

38 წლის მოვსისიანს ოქსფორდის უნივერსიტეტის DPhil/PhD ხარისხი აქვს, სადაც 2011-2014 წლებში სწავლობდა.

2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის იანვრამდე მოვსისიანი ნიდერლანდების ქალაქ ასენში მდებარე ICON Bioanalytical Laboratories-ში Program Manager II-ის პოზიციაზე მუშაობდა. 2022 წლის აგვისტოდან 2024 წლის აგვისტომდე კი ნიდერლანდებში, ZoBio-ში, Program Manager-ისა და Senior Scientist-ის პოზიციებს იკავებდა, სადაც საერთაშორისო მედიკამენტების აღმოჩენის პროგრამებზე იყო პასუხისმგებელი და მულტიდისციპლინურ გუნდებს ხელმძღვანელობდა.

2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის ივლისამდე იგი Symeres-ში Senior Scientist-ის პოზიციაზე მუშაობდა. 2021 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე კი კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანია HVM-ის კონსულტანტი იყო და დისტანციურად მუშაობდა.

2018 წლის სექტემბრიდან 2020 წლის დეკემბრამდე მოვსისიანი კანადაში, ალბერტის უნივერსიტეტში, მკვლევარად მუშაობდა. ამ პერიოდში მან ახალი ქიმიის ლაბორატორიის შექმნასა და ამოქმედებას უხელმძღვანელა, ასევე წამლების ფორმულირების განვითარების ახალი პროგრამები წამოიწყო და მართავდა.

2016 წლის იანვრიდან 2018 წლის აპრილამდე იგი შვეიცარიაში, ETH Zurich-ში, მკვლევარის პოზიციაზე მუშაობდა. მისი კვლევა ახალი სამკურნალო ნივთიერებების აღმოჩენასა და განვითარებას ეხებოდა. ამასთან, იგი საერთაშორისო კონსორციუმის ფარგლებში პროექტების კოორდინაციას ახორციელებდა, რომელშიც აკადემიური ჯგუფები და F. Hoffmann-La Roche მონაწილეობდნენ.

2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის სექტემბრამდე მოვსისიანი ოქსფორდის უნივერსიტეტში მკვლევარად მუშაობდა, სადაც ოთხ ბრიტანულ და გერმანულ უნივერსიტეტს შორის საერთაშორისო კვლევით ქსელს კოორდინაციას უწევდა.

2017 წელს მან ციურიხში STARTUP CAMPUS-ის მეწარმეობის სასწავლო პროგრამა გაიარა. 2012-2013 წლებში კი ოქსფორდის უნივერსიტეტის Saïd Business School-ში მეწარმეობის 10-კვირიან კურსს „Building a Business“ დაესწრო. 2012 წელს იგი გერმანიაში, ფრიდრიხ-ალექსანდრეს სახელობის ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტში, კვლევითი ვიზიტით იმყოფებოდა.

მოვსისიანი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებისთვის რეცენზენტის ფუნქციასაც ასრულებდა. 2012-2020 წლებში მან დაახლოებით 10 დოქტორანტის, მაგისტრანტისა და ბაკალავრის კვლევით პროექტებს უხელმძღვანელა.

მას მიღებული აქვს ოქსფორდის რაფი მანუკიანის სტიპენდია (Oxford Raffy Manoukian Scholarship) და Luys Foundation-ის სტიპენდია. ასევე დაჯილდოებულია ბრინჯაოს მედლით ქიმიის საერთაშორისო მენდელეევის ოლიმპიადაზე.

მოვსისიანი 10 საერთაშორისო სამეცნიერო სტატიის ავტორი ან თანაავტორია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს

27.11.2026.09:00

ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.

2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა