„ნირვანას“ ყოფილი სოლისტის მიერ გატეხილი გიტარა აუქციონზე დაახლოებით $600 ათასად გაიყიდა
ამერიკული როკ ჯგუფის „ნირვანას“ ყოფილი სოლისტის, კურტ კობეინის მიერ გატეხილი გიტარა აუქციონზე დაახლოებით 600 ათას დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ trt.net.tr წერს.
გამოცემის ცნობით, ნიუ-იორკში მდებარე კაფე Hard Rock-ში გამართულ აუქციონზე, ამერიკული როკ ჯგუფის „ნირვანა“-ს ყოფილი სოლისტის, 1994 წელს გარდაცვლილი კურტ კობეინის მიერ Fender Stratocaster-ის მარკის გიტარა მოსალოდნელზე 10-ჯერ ძვირად გაიყიდა.
აღინიშნა, რომ გიტარა კობეინმა „ნირვანა“-ს პოპულარულ ალბომებზე Nevermind-ზე მუშაობისას 1990-იანი წლების დასაწყისში გატეხა.
აუქციონის სახლის „ჟულიენი“-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ გიტარა 596 ათას დოლარად გაიყიდა, ხოლო მყიდველის ვინაობა არ სახელებულა.
გიტარაზეა ჯგუფის სამი წევრის ხელმოწერა, კობეინის მიერ მისი მეგობრის მარკ ლანეგანისადმი გაკეთებული მინაწერი და ასევე ჩანს, რომ კობეინს არასწორად აქვს დაწერილი სახელი გიტარაზე.
მყიდველის ვინაობა უცნობია. აუქციონერები ამბობენ, რომ ყოფილი მფლობელი ტონი პალმერია.
ორი წლის წინ, აკუსტიკური გიტარა, რომელზე კობეინმა დაუკრა ლეგენდარულ MTV Unplugged-ზე 1993 წლის ბოლოს, 6 მილიონ დოლარად გაიყიდა.
„ჟულიენი“-ს სამდღიანი აუქციონი ასევე მოიცავს სხვა ლეგენდების, როგორიცაა ელვის პრესლის, ფრედი მერკურის, ჯანეტ ჯექსონის, დოლი პარტონის და სხვათა კუთვნილ ნივთებს.
სხვა სიახლეები
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანია გამოფენაში London Wine Fair 2026 მონაწილეობდა
22.05.2026.10:29
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა „London Wine Fair“ წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ქართველი მწარმოებლებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების, ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის კუთხით. გამოფენა ლონდონში 1981 წლიდან ტარდება და ღვინის სექტორში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება. გამოფენას, ტრადიციულად, მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნიდან ათასობით სტუმარი, მათ შორის, ღვინის ექსპერტი, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენელი ესწრება.
გამოფენას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილო დაესწრო. გამოფენაზე „London Wine Fair 2026“ ღვინის წარსადგენად ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.
გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის „Swirl Wine Group“ ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა სარა ებოტმა (Sarah Abbott) ღვინის პროფესიონალებისთვის ქართული ღვინის სამი პრეზენტაცია-დეგუსტაცია გამართა.
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა. 2026 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებული იყო 116,5 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც 2025 წლის მაჩვენებელთან შედარებით 18 %-ითაა გაზრდილი.