მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ნოემბერში თურქეთში ინფლაცია 47%-მდე შემცირდა

news image
mbc image

ნოემბერში გასულ წელთან შედარებით, თურქეთში სამომხმარებლო ფასები 47,09%-ით გაიზარდა, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკური ინსტიტუტის (Turkstat) ანგარიშში.

ზრდის ტემპი შენელდა ოქტომბრის მონაცემებთან (48,58%) შედარებით ინფლაციის ზრდის ტემპი შენელებულია და  2023 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა. როგორც თურქული მედია იტყობინება, ინფლაცია ზედიზედ მეექვსე თვეა სუსტდება.

ექსპერტების კონსენსუსური პროგნოზით, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად 46,6%-მდე შენელდება. 

ნოემბერში ალკოჰოლისა და თამბაქოს პროდუქციის ღირებულების ზრდის ტემპი ოქტომბრის 52,15%-დან 39,32%-მდე შემცირდა, საკომუნიკაციო სერვისების - 37,77%-დან 35,71%-მდე, ხოლო კომუნალური პროდუქციის - 89,39%-დან 74,45%-მდე.

ნოემბერში სასტუმროებში, კაფეებსა და რესტორნებში ფასები გაიზარდა 59,39%-ით (+62,09% ერთი თვით ადრე). ამავდროულად, საკვები და უალკოჰოლო სასმელები ოთხ თვეში მაქსიმუმ 48,57%-ით (ოქტომბერში +45,28%-ით) გაძვირდა.

გასულ თვეში საბაზისო ინფლაციამ, რომლის 2023 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე იყო, 47.13%-ი შეადგინა.

მწარმოებლის ფასები (PPI) ქვეყანაში ნოემბერში 29,47%-ით გაიზარდა.

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მიმდინარე წლის მარტიდან ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 50%-ზე შეინარჩუნა, ხოლო მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ხელს უწყობს ინფლაციის შემსუბუქებას. ჯერ კიდევ 2023 წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 8.5% იყო.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს

27.11.2026.09:00

ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.

2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა