Nokia Amazon-სა და HP-ს სასამართლოში უჩივის
კომპანია Nokia-მ Amazon-ს Twitch-ის გამო და ასევე HP-ს უჩივლა. სარჩელი აშშ-ის დელავერის შტატის სასამართლოში შევიდა.
ამის შესახებ Reuters-ი წერს.
Nokia-მ განაცხადა, რომ სტრიმინგის სერვისები Amazon Prime Video და Twitch, ისევე როგორც კომპიუტერების მწარმოებელმა HP-მ, დაარღვია მისი პატენტები, რომლებიც დაკავშირებულია ვიდეო შეკუმშვასთან და სხვა ტექნოლოგიებთან.
სარჩელში ნათქვამია, რომ Amazon-მა და HP-მა უარი განაცხადეს პატენტების ლიცენზირებაზე, მაგრამ მაინც იყენებდნენ Nokia-ს ვიდეო ნაკადის ტექნოლოგიას. კომპანიებს დავის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
Nokia-მ ასევე შეიტანა საჩივრები Amazon-ის წინააღმდეგ დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ინდოეთში და ევროკავშირის გაერთიანებულ საპატენტო სასამართლოში.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.