მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
-0.0002
flag
AZN 1.5284
0
flag
CNY 38.907
0.0023
flag
EUR 2.9127
-0.0001
flag
GBP 3.466
0.0027
flag
KZT 57.71
0.0025
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5978
-0.0001
news banner

ნორვეგიაში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა

news image
mbc image

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და ნორვეგიული კომპანიის „Gvino AS“ ორგანიზებით, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, ისტორიულ შენობაში „Gamle Logen“ ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „გურა“, „ვინივერია“, „გიოს მარანი“, „თავანკარი“, „ბაიას ღვინო“, „ფაფარი ველი“, „ვილა მოსავალი“, „ბჯ ვაინს“, „წინანდლის ვენახები“, „ეთნო“, „ბედიანი“, „ხოხბის ცრემლები“ და „ლაბარა“.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის პროფესიული დეგუსტაცია, პრეზენტაციები, B2B შეხვედრები და სემინარი, რომლებსაც ადგილობრივი იმპორტიორები, დისტრიბუტორები, HoReCa სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომპანია „Gvino AS“ 2018 წლიდან აქტიურად არის ჩართული ნორვეგიის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციაში. მისი საქმიანობა მოიცავს დეგუსტაციების, მასტერკლასებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას.

ნორვეგიაში ქართული ღვინის ფესტივალი პირველად 2023 წელს გაიმართა და დღეს უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა.

2025 წლის მონაცემებით, ნორვეგიის სამეფოში საქართველოდან ექსპორტირებულია 137,724 ლიტრი ღვინო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 27%-ით აღემატება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბოლო წლებში სკანდინავიისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი მარკეტინგული აქტივობა განხორციელდა. კერძოდ, კამპანიები ჩატარდა შვედეთში, ნორვეგიაში, ფინეთში, დანიასა და ისლანდიაში.

აღნიშნულ ბაზრებზე 2026 წელსაც აქტიურად გაგრძელდება მარკეტინგული კამპანიები და ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image სეულში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა

21.10.2026.12:36

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის „Wine21.com“ ორგანიზებით, კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა.

ღონისძიება მოიცავდა პროფესიულ მასტერკლასს, დეგუსტაციასა და ქართულ ღვინის ფესტივალს, რომელსაც 400-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ღვინის ინდუსტრიის ექსპერტები, სომელიეები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები. დეგუსტაციაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებას კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მიხეილ თიგიშვილი დაესწრო, რომელმაც სტუმრებს სიტყვით მიმართა. ქართული ღვინის ისტორიისა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის კოორდინატორმა მარიამ მეტრეველმა წარადგინა.

აზიის რეგიონში, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, კორეის რესპუბლიკა ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქვეყანაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება იმართება. სეულში ქართული ღვინის მსგავსი ფორმატის ღონისძიება უკვე მეხუთედ ჩატარდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „Wine21.com“ კორეის რესპუბლიკაში ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ პლატფორმაა. დარგის ექსპერტების მიერ შექმნილი პორტალი მომხმარებლებს კორეის ბაზარზე წარმოდგენილი ღვინოების შესახებ ინფორმაციას აწვდის და ასევე ახორციელებს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგულ საქმიანობას.

ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს აქტიურად უჭერს მხარს. სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობენ ისეთ საერთაშორისო გამოფენებში, როგორებიცაა „Seoul International Wine and Spirits Expo“ და „Daejeon International Wine Festival“.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა