მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.1
-0.0006
flag
AZN 1.5283
-0.0001
flag
CNY 38.909
0.0002
flag
EUR 2.9163
0.0036
flag
GBP 3.4784
0.0124
flag
KZT 58.09
0.0038
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5976
-0.0002
news banner

Nvidia დიდ ბრიტანეთში ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების კვლევებისთვის $250 მილიონს გამოყოფს

news image
mbc image

ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფმა (LSEG) ოთხშაბათს განაცხადა, რომ Nvidia-სთან პარტნიორობა დაიწყო, რომლის მიზანია ფინანსურ ინსტიტუტებს ამერიკული ჩიპების მწარმოებლის ტექნოლოგიების გამოყენებით დიდი მოცულობის ისტორიული საბაზრო მონაცემების უფრო სწრაფად და მასშტაბურად დამუშავებისა და ანალიზის შესაძლებლობა მისცეს.

LSEG, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟას მართავს და მონაცემებისა და ანალიტიკური სერვისების მიმწოდებელია, აქტიურად აფართოებს საკუთარ მომსახურებას მომხმარებელთა მრავალფეროვანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამასთან, კომპანია ცდილობს შეინარჩუნოს მონაცემების ლიცენზირებისა და მათზე კონტროლის მექანიზმები იმ პირობებში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ცვლის ბიზნესის მიერ მონაცემების გამოყენებისა და სავაჭრო ოპერაციების განხორციელების პრაქტიკას.

კომპანიის განცხადებით, ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ Nvidia-ს სპეციალიზებული პროცესორების გამოყენებით, მონაცემთა ბაზების დამატებითი ასლების შექმნის გარეშე, შესაძლებელია თითოეული სავაჭრო ტრანზაქციისა და ფასის კოტირების მონაცემების რამდენიმე წამში გაანალიზება.

LSEG-ის შეფასებით, აღნიშნული ტექნოლოგია მნიშვნელოვნად დააჩქარებს კვლევისა და ანალიზის პროცესს და მას რეალურ დროში მონაცემთა დამუშავებასთან დააახლოებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც აქციებით ვაჭრობა 24-საათიან რეჟიმზე გადადის.

კომპანიის ინფორმაციით, LSEG-ის Tick History მონაცემთა ბაზა დაახლოებით 110 ტრილიონ ჩანაწერს მოიცავს, რომლებიც 100 მილიონ ფინანსურ ინსტრუმენტს უკავშირდება. მონაცემები 30-წლიან პერიოდს ფარავს და აერთიანებს ინფორმაციას 580 საფონდო ბირჟიდან, სავაჭრო პლატფორმიდან და მონაცემთა სხვა მომწოდებლიდან.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image Hyundai აშშ-ში 94 600-ზე მეტ ავტომობილს ბაზრიდან გაიწვევს

22.10.2026.13:00

Hyundai აშშ-ში 94 622 ავტომობილს უკან იწვევს ხანძრის გაჩენის რისკის გამო. ამის მიზეზია წინა სავარძლების შესაძლო გადახურება, რამაც შესაძლოა ავტომობილის აალება გამოიწვიოს როგორც გაჩერებულ, ისე მოძრაობის მდგომარეობაში. ამის შესახებ ხუთშაბათს აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA) განაცხადა.

NHTSA-ის ინფორმაციით, სავარძლის ელექტრორეგულირების ჩამრთველის ხარევზმა შესაძლოა ელექტროძრავის გადახურება და, შედეგად, ხანძრის გაჩენა გამოიწვიოს.
უკან გაწვევას ექვემდებარება 2015–2016 წლებში გამოშვებული Hyundai Genesis-ისა და 2017–2020 წლებში გამოშვებული Genesis G80-ის გარკვეული მოდელები. NHTSA-ის განცხადებით, Hyundai-მ ავტომობილების მფლობელებს ურჩია, შეკეთების დასრულებამდე სატრანსპორტო საშუალებები ღია სივრცეში, სხვა ავტომობილებისა და შენობა-ნაგებობებისგან მოშორებით გააჩერონ. მარეგულირებლის ინფორმაციით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტა ამჟამად შემუშავების პროცესშია. Hyundai-ის შეფასებით, ხარვეზი შესაძლოა უკან გასაწვევი 94 622 ავტომობილის დაახლოებით 1%-ს ჰქონდეს. კომპანიისთვის ცნობილია აშშ-ში აღნიშნულ დეფექტთან სავარაუდოდ დაკავშირებული ხანძრის ორი შემთხვევის შესახებ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა