NVIDIA ხუთი წლის განმავლობაში პირველად გამოუშვებს კორპორაციულ ობლიგაციებს, რომლის მეშვეობითაც $25 მილიარდის მოზიდვას გეგმავს
NVIDIA-მ ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ში ობლიგაციების გამოშვების გზით 25 მილიარდი აშშ დოლარის მოზიდვას გეგმავს. ამ ინიციატივით კომპანია ვალის ბაზარზე ლიკვიდურობის გასაზრდელად პირველად გამოდის 2021 წლის შემდეგ.
ობლიგაციები შედგება შვიდი ტრანშისგან, რომელთა ვადიანობა 2056 წლამდე აღწევს.
აღსანიშნავია, რომ NVIDIA ამ თანხების გამოყენებას გეგმავს ზოგადი კორპორაციული მიზნებისთვის, მათ შორის არსებული ვალების გადახდისა და რეფინანსირებისთვის.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.