ოქრო, დოლარის გამყარების გამო მცირედით გაიაფდა
ოქროს ფასი 7 სექტემბერს დილით ოდნავ დაეცა, დოლარის ფასის ზრდამ შეერთებული შტატების ძლიერი მაკრო სტატისტიკის გამო ძვირფასი ლითონის ფასი შეაკავა, რააც სავაჭრო მონაცემებიც ადასტურებს.
ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე დეკემბრის ოქროს ფიუჩერსების ფასი ტროას უნციაზე (31,1034768 გრამი) 1,9 დოლარით (0,1%) 1 942,3 დოლარამდე დაეცა. ამასთან, გაიაფდა ვერცხლიც. დეკემბრის ფიუჩერსები 0,43%-ით დაეცა და უნციაზე 23,402 აშშ დოლარი შეადგინა.
ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ბიზნეს აქტივობის ინდექსი აშშ-ს მომსახურების სექტორში (Services ISM) აგვისტოში მოულოდნელად გაიზარდა - 54,5%-მდე ივლისის მაჩვენებელიდან 52,7%-მდე, ექსპერტები კი ინდექსის კლებას - 52,5%-მდე ელოდნენ.
შედეგად, ოთხშაბათს დოლარის ინდექსმა (კურსმა აშშ-ს ექვსი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტების კალათასთან მიმართებით) 15 მარტის შემდეგ პირველად 105 პუნქტს გადააჭარბა, ხუთშაბათს კი ოდნავ 104,9 პუნქტამდე შესწორდა.
ექსოერტების შეფასებით,მზარდი დოლარი ოქროს სხვა ვალუტაში შესაძენად ნაკლებად ხელმისაწვდომს ხდის.
სხვა სიახლეები
McDonald’s განმეორებითი ვიზიტების წასახალისებლად ლოიალობის მრავალდონიან პროგრამას შექმნის
02.10.2026.16:00
McDonald’s-ის მარკეტინგის მთავარმა ოფიცერმა ინვესტორთა დღეს განაცხადა, რომ კომპანია ლოიალობის პროგრამას ახალ, მრავალდონიან სისტემაზე გადაიყვანს. ცვლილების მიზანია უფრო მკაფიოდ განასხვავოს ერთმანეთისგან ხშირი და შემთხვევითი მომხმარებლები.
ეს გადაწყვეტილება რესტორნების სექტორში არსებულ ტენდენციას მოჰყვება, რომლის მიხედვითაც კომპანიები ლოიალობის პროგრამებში მრავალდონიან სისტემებს ნერგავენ და ფართო მასშტაბით ფასდაკლებების შეთავაზებაზე ნაკლებად არიან ორიენტირებული, რადგან ასეთმა პრაქტიკამ შესაძლოა მოგების მარჟებზე უარყოფითად იმოქმედოს. Starbucks-მა ლოიალობის პროგრამაში ანალოგიური ცვლილების შესახებ იანვარში განაცხადა.
McDonald’s-ის მიზანი იქნება, ლოიალობის პროგრამაში ახალი წევრები მოიზიდოს და არსებული წევრების მიერ შესყიდვების სიხშირე გაზარდოს.
ყველაზე აქტიური ორი კატეგორია, ჯამში, მსოფლიოში 220 მილიონ წევრს აერთიანებს. მათ შორის არიან მომხმარებლები, რომლებიც McDonald’s-ს თვეში ერთხელზე ხშირად სტუმრობენ, ასევე ისინი, რომლებიც რესტორანში 90 დღეში ერთხელ მაინც მიდიან.