ოქროს ფასი მცირედით შემცირდა
ნიუ-იორკის NYMEХ-ის ბირჟაზე ოქრო დაძვირფასი ლითონები მცირედით გაიაფდა.
ოქროს ფიუჩრსებზე ფასი 0,22%-ით შემცირდა და 2544.20 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ვერცხლზე კლება 0,03% ოყო უნციაზე ფასი 29,90 აშშ დოლარს გაუტოლდა. რაც შეეხება პლატინას, ფიუჩრსების ფასი 1,15%-ით შემცირდა და 961,90 აშშ დოლარი შედგინა.
საზომი ერთეულია ტროას უნცია (31,1 გრამი).
ნიუ-იორკის ბირჟა NYMEX (New York Merchantile Exchange) არის ამერიკული ფიუჩერსული ბირჟა, რომელზეც ამჟამად ვაჭრობა მიმდინარეობს 2 მიმართულებით: ნავთობი, გაზი, პლატინა, პალადიუმი, ეთანოლი, ქვანახშირი, ელექტროენერგია და ნახშირორჟანგის ემისია და ინდექსები COMEX - ოქროსთვის. , ვერცხლი, სპილენძი, ალუმინი.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.