OpenAI ოფისს ევროპაშიც ხსნის
ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI აშშ-ს გარეთ მეორე ოფისის გახსნას გეგმავს. Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანიის ახალი ოფისი ევროპაში, კონკრეტულად კი ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დაიდებს ბინას.
აღმასრულებელმა დირექტორმა სემ მაღალი შეფასება მისცა ირლანდიის ტექნიკური და დამწყები ეკოსისტემის „შთამბეჭდავ ზრდას და პროგრესს“.
კომპანიამ თავის კარიერულ გვერდზე ცხრა ვაკანსიის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია და განაცხადა, რომ აპირებს გუნდის გაფართოებას, რათა განავითაროს ოპერაციები, გაზარდოს ნდობა და უსაფრთხოება და უკეთ ემსახუროს ევროპულ ბაზარს. .
ირლანდიაში ბაზის შექმნით OpenAI უერთდება ტექნოლოგიურ გიგანტებს, როგორებიცაა Meta Platforms, Alphabet, LinkedIn და Apple, რომელთათვისაც ეს ქვეყანა მიმზიდველია ევროპაში ყველაზე დაბალი კორპორატიული გადასახადების განაკვეთებით, ქვეყნის პოზიციით ევროკავშირში და არსებული ტექნოლოგიებით.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.