პაკისტანი და აზერბაიჯანი გაზის ისტორიულ შეთანხმებას მოაწერენ ხელს
პაკისტანი და აზერბაიჯანი თხევად ბუნებრივ აირზე (LNG) ისტორიულ შეთანხმებას 24 ივლისს მოაწერენ ხელს.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ამის შესახებ პაკისტანის ნავთობის მინისტრმა მუსადიქ მალიკმა ყარაჩიში განაცხადა.
მისი თქმით, პაკისტანი აზერბაიჯანიდან თხევად გაზს ყოველთვიურად შეისყიდის. მინისტრმა დასძინა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან LNG-ს 12 ტანკერს შეისყიდის.
მანამდე პაკისტანის მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყანაში გაზის დეფიციტის პრობლემის აღმოფხვრას ზამთრის სეზონზე.
სხვა სიახლეები
Emirates-მა ახალი ლუქს-ლაუნჯის დიზაინი წარადგინა, რომლის ინვესტიცია თითოეულ აეროპორტში დაახლოებით $13.6 მილიონი იქნება
03.07.2026.19:00
Emirates-მა ახალი ლუქს-ლაუნჯის დიზაინი წარადგინა, რომლის ინვესტიცია თითოეულ აეროპორტში დაახლოებით $13.6 მილიონი იქნება. ახალი ლაუნჯის კონცეფცია უკვე დაინერგა მიუნხენისა და ფრანკფურტის Emirates Lounge-ებში, ხოლო მომდევნო თვეებში მისი გაფართოება იგეგმება მანჩესტერში, მავრიკიასა და სტამბოლში.
Emirates-ის ინფორმაციით, კომპანია თითოელ ახალი თაობის ლაუნჯში დაახლოებით $13.6 მილიონზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს, რათა გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა ძირითად საერთაშორისო მიმართულებებზე.
რედიზაინი აერთიანებს ავიაკომპანიის უახლესი თვითმფრინავების სალონების დიზაინის ელემენტებს, რაც აისახება აეროპორტის სივრცეებში - განახლებული ავეჯით, ტექნოლოგიებით, სასადილო ზონებით, ადგილობრივად შთაგონებული მენიუებით და სპეციალური სივრცეებით მუშაობის, დასვენებისა და სოციალური ურთიერთობისთვის.
ავიაკომპანიის განცხადებით, ახალი ლაუნჯის დიზაინი მომავალში იქნება Emirates-ის ლაუნჯების გლობალური სტანდარტის საფუძველი.
Emirates-ის თავმჯდომარის მოადგილემ და ოპერაციების მთავარმა დირექტორმა, აღნიშნა, რომ ეს ინვესტიცია ასახავს კომპანიის ფოკუსს მგზავრის გამოცდილების გაუმჯობესებაზე მთელი მოგზაურობის განმავლობაში.
„ჩვენი ინვესტიცია ახალი თაობის ლუქს-ლაუნჯების კონცეფციაში ასახავს Emirates-ის მუდმივ ერთგულებას, უზრუნველყოს უწყვეტი და პრემიუმ გამოცდილება მოგზაურობის ყველა ეტაპზე,“ - განაცხადა მან.