მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

PepsiCo ჩრდილოეთ ამერიკაში სამუშაო ადგილების შემცირებას გეგმავს

news image
mbc image

PepsiCo ჩრდილოეთ ამერიკაში საკვებისა და სასმელების ბიზნესში სამუშაო ადგილების ნაწილის შემცირებას გეგმავს, რაც კომპანიის ამ მიმართულების საქმიანობის ოპტიმიზაციის გეგმის ნაწილია.

თანამშრომლების შემცირება მომდევნო კვირის განმავლობაში იგეგმება და კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურის გამარტივებას ისახავს მიზნად.
სამუშაო ადგილების შემცირების გადაწყვეტილება უკავშირდება PepsiCo-ს მცდელობას, აღადგინოს ზრდა ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე, სადაც გაზიანი სასმელების გაყიდვები შენელებულია, შედარებით ძვირად ღირებულ წასახემსებელ პროდუქტებზე მოთხოვნა შემცირებულია, ხოლო წარმოების ხარჯები კვლავ მაღალია.

გასულ თვეში კომპანიამ მთელი წლის მოგების პროგნოზი შეამცირა, რაც ჩრდილოეთ ამერიკაში ბიზნესის სუსტი შედეგებით, განსაკუთრებით კი სასმელების მიმართულებით არსებული გამოწვევებით იყო განპირობებული.

კომპანიის წლიური ანგარიშის თანახმად, 2025 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით, PepsiCo-ს მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 306 000 თანამშრომელი ჰყავდა დასაქმებული, მათ შორის დაახლოებით 125 000 აშშ-ში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს

27.11.2026.09:00

ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.

2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა