პილოტებს შორის დაპირისპირების გამო, დუბაი-თელ ავივის რეისი საუდის არაბეთში დაჯდა
დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალი ავიაკომპანია Fly Dubai-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელმაც ფრენისას საგანგებო სიგნალი ჩართო, საუდის არაბეთში, თაბუკის აეროპორტში დაეშვა. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ბორტზე მომხდარი დაპირისპირება გახდა. სწორედ ამ ინციდენტის გამო გაიგზავნა ბორტიდან „უკანონო ჩარევის“ აღმნიშვნელი სიგნალი, ასევე, ზოგადი საგანგებო სიგნალი.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა თვითმფრინავმა საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალი აამოქმედა და საუდის არაბეთის თავზე ფრენისას კურსი შეცვალა. თვითმფრინავმა თავდაპირველად საერთაშორისო საგანგებო სიგნალი კოდით 7700 გააგზავნა. მოგვიანებით კი კოდი 7500 გადასცა, რაც თვითმფრინავის გატაცებას ან სხვა სახის უკანონო ჩარევას ნიშნავს.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.