მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

პოლონეთის ეკონომიკა გარე გამოწვევების მიუხედავად ზრდის ტემპს ინარჩუნებს - EBRD

news image
mbc image

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) პოლონეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები წინა, ივნისში გამოქვეყნებული პროგნოზების დონეზე დატოვა და ელოდება, რომ ქვეყნის ეკონომიკა 2026 წელს 3.5%-ით გაიზრდება, ხოლო 2027 წელს ზრდის ტემპი 2.8%-მდე შენელდება.

ბანკის უახლეს ანგარიშში „რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივები“ (Regional Economic Prospects)  აღნიშნულია პოლონეთის ეკონომიკის მდგრადი დინამიკა, რომელსაც ხელს უწყობს მაღალი საინვესტიციო აქტივობა და ევროკავშირის (EU) სახსრების ათვისების გაგრძელება. ეკონომიკურმა ზრდამ 2025 წელს 3.6% შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში წლიურმა ზრდამ 3.5% შეადგინა.

პოლონეთი ცენტრალური ევროპის ქვეყნებსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად რჩება, სადაც 2026 წლისთვის საშუალო ზრდა 2.9%-ია პროგნოზირებული. პოლონეთის ეკონომიკამ ისარგებლა ძირითადი კაპიტალის მთლიანი ფორმირების ზრდით, რომელმაც 2026 წლის პირველ ნახევარში 2023 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი ზრდა აჩვენა.

აგვისტოს ბოლომდე მოქმედმა საწვავის ფასების დროებითმა ზომებმა ინფლაციური ზეწოლის შეკავებას შეუწყო ხელი, მიუხედავად გარე შოკებისა, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის შედეგად ენერგიის ფასების ზრდისა. 2026 წლის აგვისტოში ინფლაციამ 3.4% შეადგინა და პოლონეთის ეროვნული ბანკის მიზნობრივი მაჩვენებლის დასაშვებ დიაპაზონში დარჩა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელია მას შემდეგ, რაც ის ბოლოს, მარტში, შემცირდა.

ამასთან, გარე რისკები მათ შორის მოთხოვნის შემცირება ევროზონაში, რომელიც პოლონეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარია, და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო ენერგიის ფასების ხანგრძლივად მაღალ დონეზე შენარჩუნება ეკონომიკური ზრდის გაგრძელებისთვის უარყოფით რისკებს ქმნის.  

EBRD პოლონეთში ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია. 2025 წელს ბანკმა ქვეყანაში 44 პროექტის ფარგლებში €1.35 მილიარდზე მეტი დააბანდა, რომლის 74% განახლებადი ენერგიის, ენერგიის შენახვის, ენერგოეფექტურობისა და მდგრადი ინფრასტრუქტურის მიმართულებებს მოხმარდა. 1991 წელს პოლონეთში საქმიანობის დაწყებიდან EBRD-ს ქვეყანაში €17 მილიარდზე მეტი აქვს ინვესტირებული.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ეროვნული ბანკის დელეგაცია ეკატერინე გალდავას ხელმძღვანელობით სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა

18.11.2026.11:33

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა, ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების და საგადახდო სისტემების დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში იმყოფებოდა.

ვიზიტი საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს (Bank of Korea) შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე, ცოდნის პარტნიორობის პროგრამის (Knowledge Partnership Program - KPP) ფარგლებში განხორციელდა.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და კორეის ცენტრალური ბანკის ერთობლივ პროექტის მიზანი საქართველოში ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების განვითარებისთვის საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციამ შეხვედრები გამართა კორეის ცენტრალური ბანკის, კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და კლირინგის ინსტიტუტის (Korea Financial Telecommunications and Clearings Institute  - KFTC) და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კორეის გამოცდილება საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარების, ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების დანერგვის, ინოვაციური საგადახდო მომსახურებებისა და ფინანსურ სექტორში კონკურენციის ხელშეწყობის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ღია ბანკინგის როლს საგადახდო მომსახურებების განვითარებაში, ალტერნატიული საგადახდო არხების შექმნასა და მომხმარებლებისთვის ფინანსურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ეკატერინე გალდავას განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტულია თანამედროვე, უსაფრთხო და კონკურენტული საგადახდო ეკოსისტემის განვითარება, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების შესაძლებლობების გამოყენებას ენიჭება

„საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ისეთი საგადახდო გარემოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას, კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი ფინანსური მომსახურებების შეთავაზებას. სამხრეთ კორეას ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. ცოდნის პარტნიორობის პროგრამა გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ პრაქტიკაში დანერგილ გადაწყვეტილებებს და შევაფასოთ მათი გამოყენების პერსპექტივები საქართველოს საგადახდო ბაზარზე“, - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების შემდგომ განვითარებას, საგადახდო მომსახურებების ეფექტიანობის ზრდასა და ფინანსური ეკოსისტემის ინოვაციურ ტრანსფორმაციას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა