პოლონეთში პირველი ატომური ელექტროსადგური აშენდება
მედიის ცნობით, ვარშავაში, პოლონურ კომპანია „ატომურ ელექტროსადგურებსა“ და Westinghouse-ს შორის პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისთვის, წინასაპროექტო სამუშაოების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.
ვარაუდობენ, რომ 2033 წელს ამოქმედდება პირველი ბლოკი, რომელიც განთავსდება გდანსკის სანაპიროზე. მომდევნო ბლოკები აშენდება ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ და მთელი ბირთვული პროგრამა 9 გვტ-მდე სიმძლავრით ექვსი აგრეგატის მშენებლობას მოიცავს.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.