პოპულარულ ამერიკულ გამოცემაში „SevenFifty daily” ქართული ღვინოების შესახებ სტატია გამოქვეყნდა
ალკოჰოლური სასმელების ბიზნესსა და კულტურაზე სპეციალიზებულ ამერიკულ ონლაინ ჟურნალში „SevenFifty daily” სტატია სათაურით „ქართული ღვინო ქარვისფერი იდენტობის მიღმა“ გამოქვეყნდა. პუბლიკაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Glodow Nead Communication“ მხარდაჭერით მომზადდა.
სტატია მიმოიხილავს ქართული ღვინის სხვადასხვა კომპანიის პროდუქციას და საქართველოს მეღვინეობის სხვადასხვა რეგიონის ღვინოებს, რაც ხელს უწყობს მათი საერთაშორისო პოპულარიზაციისა და ცნობადობის ზრდას.
„SevenFifty daily” წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ღვინის ინდუსტრიის პროფესიონალებისთვის, კომერციული სექტორის წარმომადგენლებისა და ღვინის მოყვარულებისთვის. გამოცემა სიღრმისეულად აშუქებს ალკოჰოლური სასმელების ბაზრის ტენდენციებს, გამოწვევებს, ეკონომიკურ ფაქტორებსა და ინოვაციებს, რომელსაც ინდუსტრიის 20 ათასამდე სპეციალისტი ეცნობა.
ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ცნობადობის ზრდისა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო წლებია თანამშრომლობს საერთაშორისო მედია-პარტნიორებთან, მათ შორის CNN, CBS, Netflix, „The New York Times”, „Wine Enthusiast“ და სხვა.
სხვა სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
07.10.2026.11:55
თიბისის მხარდაჭერით, ვარშავაში 3 და 4 ოქტომბერს ჩატარებულმა „თბილისობამ“ ათასობით ქართველი ემიგრანტი, პოლონელი და საერთაშორისო სტუმარი გააერთიანა. „თბილისობა“, ვარშავაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის, ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ერთმანეთთან კავშირის გაცოცხლების სივრცედ იქცა. ღონისძიებამ სამშობლოსთან სიახლოვის განცდა შექმნა და ემოციური კავშირი კიდევ უფრო გაამყარა.
ვარშავაში გამართულ დღესასწაულზე, თიბისი სტუმრებს განსაკუთრებული გამოცდილებით და არაერთი სასიამოვნო სიურპრიზით, აქტივობით და საჩუქრებით დახვდა.
თიბისი ემიგრანტებისთვის საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მომხმარებლებს შეუძლიათ, დისტანციურად, სწრაფად და უსაფრთხოდ ისარგებლონ მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო სერვისებით - ანგარიშის გახსნა, ციფრული ბარათის აღება, იპოთეკური სესხით სარგებლობა, გზავნილის გაგზავნა და განაღდება, თანხის დაგროვება და სხვა საბანკო პროდუქტები.
თიბისისთვის ემიგრანტებთან კავშირი მხოლოდ საბანკო მომსახურებით არ შემოიფარგლება. ბანკი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ქართველებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთთან და სამშობლოსთან აკავშირებს და ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას უწყობს ხელს.