Porsche 500-ზე მეტ სამუშაო ადგილს შეამცირებს - რას ცვლის კომპანია სტრატეგიაში
Porsche-ს განაცხადებით, კომპანია 500-ზე მეტ სამუშაო ადგილს შეამცირებს და დახურავს სამ შვილობილ კომპანიას, რათა ყურადღება ძირითად ბიზნესზე გადაიტანოს.
კომპანია აპირებს შეწყვიტოს შემდეგი ერთეულების საქმიანობა: Cellforce Group GmbH, Porsche eBike Performance GmbH და Cetitec GmbH.
Porsche-ს აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა: „Porsche-მ უნდა გადაიტანოს ფოკუსი თავის ძირითად ბიზნესზე. ეს არის აუცილებელი საფუძველი წარმატებული სტრატეგიული გადახედვისთვის.“ მისი თქმით, ეს ცვლილებები შემცირებებს მოითხოვს, მათ შორის შვილობილ კომპანიებშიც.
გერმანულმა სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა პირველ კვარტალში კიდევ უფრო შემცირებული მოგება დააფიქსირა 2026 წელს. კომპანია ამ ეტაპზე აქტიურად ამცირებს ხარჯებს, რადგან მასზე ზეწოლას ახდენს ტარიფები, გეოპოლიტიკური დაძაბულობა და მოდელების ხაზში არსებული ხარვეზები.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.