Porsche ძირითად ბიზნეს მიმართულებებზე ფოკუსს აძლიერებს - დეტალები
Porsche AG-ის აღმასრულებელმა და სამეთვალყურეო საბჭოებმა კომპანიის სტრატეგიული რეორგანიზაციის ფარგლებში მასშტაბური ცვლილებების განხორციელების გადაწყვეტილება მიიღეს.
გეგმების მიხედვით, შვილობილი კომპანიები - Cellforce Group GmbH, Porsche eBike Performance GmbH და Cetitec GmbH - საქმიანობას შეწყვეტენ.
საერთო ჯამში, დაგეგმილი რეორგანიზაცია 500-ზე მეტ თანამშრომელს შეეხება.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, Michael Leiters-მა განაცხადა, რომ Porsche-სთვის აუცილებელია ძირითად ბიზნესზე კონცენტრირება, რაც კომპანიის წარმატებული სტრატეგიული განახლებისთვის ფუნდამენტურ წინაპირობას წარმოადგენს, თუმცა ეს მტკივნეულ გადაწყვეტილებებსაც მოითხოვს, მათ შორის შვილობილი კომპანიების დახურვას.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.