Porsche-ს მნიშვნელოვანი წინსვლა ბატარეების გადამუშავების მიმართულებით - დეტალები
Porsche-მ ბატარეების გადამუშავების მიმართულებით მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია: პირველად შეიქმნა ბატარეის უჯრედები, რომელთა აქტიური მასალა მთლიანად გადამუშავებული ნედლეულისგან არის დამზადებული.
საპილოტე პროექტი ბატარეების წარმოების დახურული ციკლის განვითარებას უწყობს ხელს: პარტნიორებთან, მათ შორის გადამუშავების სპეციალისტ cylib-თან თანამშრომლობით, Porsche-მ პირველადი ნედლეული სრულად გადამუშავებული მასალებით ჩაანაცვლა და მიღებულ ბატარეის უჯრედებს რეალურ პირობებში ამოწმებს.
გადამუშავებული მასალები მომავალში ბატარეების წარმოებას უზრუნველყოფს: 2026 წლის მაისიდან გერმანიაში Porsche-ის ცენტრებიდან მიღებული ექსპლუატაციიდან ამოღებული განახლებული პროცესით გადამუშავდება. შედეგად მიღებული ნედლეული ახალი ბატარეის უჯრედების წარმოებისთვის 2028 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი.
სხვა სიახლეები
AmEx-ის გლობალური დაფარვა ფართოვდება - დეტალები
12.10.2026.19:00
American Express-მა განაცხადა, რომ მისი საკრედიტო ბარათების გამოყენება მსოფლიოს მასშტაბით უკვე 190 მილიონზე მეტ სავაჭრო ობიექტშია შესაძლებელი. კომპანიის ინფორმაციით, აშშ-ის ფარგლებს გარეთ ბარათების მიღების ქსელი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ორჯერ მეტად გაიზარდა.
გაფართოება მიზნად ისახავს American Express-სა და კონკურენტ ბარათების ქსელებს, Visa-სა და Mastercard-ს შორის არსებული ხანგრძლივი სხვაობის შემცირებას. ისტორიულად, Visa-სა და Mastercard-ს აშშ-ის ფარგლებს გარეთ ბარათების მიღების უფრო ფართო ქსელი და რიგ მნიშვნელოვან საერთაშორისო ბაზრებზე უფრო დიდი მასშტაბი ჰქონდათ.
კომპანიის განცხადებით, მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ადგილებში ბარათების მიღების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, სადაც მისი მომხმარებლები ყველაზე ხშირად ხარჯავენ თანხას, მათ შორის ისეთ პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებზე, როგორებიცაა ბარსელონა, ჰონგ-კონგი, პარიზი და სიცილია.