პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნებში ხოსე სეგურომ გაიმარჯვა
პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მემარცხენე-ცენტრისტული სოციალისტური პარტიის კანდიდატმა ანტონიო ხოსე სეგურომ გაიმარჯვა. მან ხმების 66.7% მოიპოვა, მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, „ჩეგას“ ლიდერმა კი 33.3% მიიღო.
„პასუხი, რომელიც პორტუგალიელი ხალხისგან მივიღე, მათი ერთგულება თავისუფლების, დემოკრატიისა და ჩვენი ქვეყნის მომავლისადმი, ბუნებრივია, აღელვებულს მტოვებს და მავსებს სიამაყით ჩვენი ერის გამო“, - განუცხადა ჟურნალისტებს 63 წლის სეგურომ.
სხვა სიახლეები
ტრამპის მარშრუტი TRIPP აზერბაიჯანთან და საქართველოსთან საზღვრის გადაკვეთის პროცედურებს გაამარტივებს - მირზოიანი
23.10.2026.09:10
სომხეთის ეროვნული ასამბლეა განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ,,ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) ფარგლებში სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირებას ითვალისწინებს.
აღნიშნული განცხადება სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრმა არარატ მირზოიანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში TRIPP-ის შეთანხმების პროექტის წარდგენისას გააკეთა.
მირზოიანის განცხადებით, TRIPP საზღვრის გადაკვეთის პროცედურებს გაამარტივებს არა მხოლოდ აზერბაიჯანთან, არამედ საქართველოსა და ირანთანაც.
„იმედი მაქვს, თურქეთთან საზღვარიც გაიხსნება და ამის შემდეგ ვიფიქრებთ, როგორ გავუმარტივოთ ცხოვრება მეწარმეებსა და მოქალაქეებს“, - აღნიშნა მან.
მირზოიანმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ სად შეიძლება განთავსდეს TRIPP-ის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო ხაზის გარდა.
„შესაძლოა, ნავთობსადენმა სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილზე გაიაროს. მარშრუტი ჯერ განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, TRIPP-ის ზომაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ასეთი განსაზღვრული პარამეტრი არ არსებობს“, - განაცხადა მირზოიანმა.