მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0
flag
AZN 1.5463
-0.0001
flag
CNY 38.807
-0.001
flag
EUR 2.9931
-0.0044
flag
GBP 3.5025
-0.0097
flag
KZT 55.11
-0.0093
flag
TRY 0.0555
-0.0001
flag
USD 2.6285
0
news banner

ქალაქ მაიამიში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

news image
mbc image

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აშშ-ის ქალაქ მაიამში ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია პროექტის „Wines of Georgia on Tour“ გაიმართა.

მოწვეულ ადგილობრივ პროფესიონალებს ქართული ღვინო ამერიკელმა სომელიემ ალეგრა ანჯელომ წარუდგინა.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების 60-მდე ქართული ღვინო. მონაწილეების მხრიდან ქართულმა ღვინომ დიდი ინტერესი და მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

„Wines of Georgia on Tour" (საქართველოს ღვინოები ტურნეზე) ფარგლებში, ანალოგიური ღონისძიება ჩიკაგოშიც ჩატარდა. ქართული ღვინის წარდგენა მსგავს ფორმატში აშშ-ის სხვადასხვა შტატში გაიმართება და მიზნად ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ახალი საექსპორტო შესაძლებლობების შექმნას ისახავს.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც მაღალია როგორც ხარისხის მოთხოვნები, ისე კონკურენციის დონე. ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა არაერთმა მარკეტინგულმა და სადეგუსტაციო ღონისძიებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდას ამერიკის ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალფასიან სეგმენტს წარმოადგენს, სადაც ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი დაახლოებით 6 აშშ დოლარს შეადგენს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image რაც შეეხება საქართველოს, ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ - მთავრობის ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის წყალობით, საქართველო მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება l პაველ დუროვი

24.07.2026.12:24

„ტელეგრამის“ დამფუძნებელი, პაველ დუროვი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საქართველოს მიმართ აღტაცებას გამოთქვამსდა საქართველოს მთავრობის ბიზნესპოლიტიკასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უსვამს ხაზს.

„რაც შეეხება საქართველოს, ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ქვეყანა ცნობილია თავისი თბილი ხალხით, უძველესი კულტურით, ადგილობრივი სამზარეულოთი და განსაცვიფრებელი პეიზაჟებით. თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება. მთავრობის ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის წყალობით, საქართველო მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება. ქვეყნის ეკონომიკა 5 წელიწადში გაორმაგდა და წლიურად კვლავ 8%-ით იზრდება. საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები მოგების გადასახადს არ იხდიან (0%), დივიდენდებსა და ხელფასებზე კი მხოლოდ 5%-იანი გადასახადი მოქმედებს. საქართველო, როგორც ტურისტული და ბიზნესმიმართულება, სერიოზულად დაუფასებელია. ძალიან მალე დავბრუნდები!“ - განაცხადა დუროვმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა