მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0019
flag
AZN 1.5353
-0.0001
flag
CNY 38.899
-0.0018
flag
EUR 3.0247
-0.0095
flag
GBP 3.5239
-0.0097
flag
KZT 57.79
-0.005
flag
TRY 0.0537
-0.0001
flag
USD 2.6095
-0.0006
news banner

ქართული ღვინის წარდგენა სლოვენიაში, ქარვისფერი ღვინოების ფესტივალზე Orange Wine Festival გაიმართა

news image
mbc image

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომნპანია სლოვენიის რესპუბლიკის ქალაქ იზოლაში გამართულ ქარვისფერი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალში „Orange Wine Festival“ მონაწილეობდა.

ფესტივალი „Orange Wine Festival“ 2012 წელს დაარსდა და ის წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება.

გამოფენას ტრადიციულად ღვინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალები, სომელიეები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები, HoReCa და მედია სექტორის წარმომადგენლები, დაესწრნენ. გამოფენის ფარგლებში გაიმართა დეგუსტაციები და ასევე დისკუსიები მსოფლიო ღვინის ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე.
საერთაშორისო ფესტივალში ქართული ღვინის მარნების მონაწილეობა შესაძლებლობას იძლევა, რომ ქართული ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს როგორც მომხმარებლების, ისე ღვინის საერთაშორისო ექსპერტებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლების წინაშე.

ფესტივალს 90-მდე ღვინის მწარმოებელი დაესწრო შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, სლოვენია, სლოვაკეთი, იტალია, ჩეხეთი, ხორვატია, ავსტრია, სერბეთი, უნგრეთი და ბულგარეთი.

ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ინტენსიურად ახორციელებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image გლობალური ეკონომიკის ზრდა 2026 წელს 3%-ს მიაღწევს, თუმცა რისკები კვლავ მაღალია - IMF

11.09.2026.11:12

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ხუთშაბათს განაცხადა, რომ გლობალურმა ეკონომიკამ ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ენერგეტიკული შოკი მოსალოდნელზე უკეთ გადაიტანა და 2026 წელს გლობალური ეკონომიკის გამოშვების ზრდა კვლავ დაახლოებით 3%-ით არის მოსალოდნელი, თუმცა ფონდმა აღნიშნა, რომ რისკები კვლავ მაღალია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპიკერის, ჯული კოზაკის განცხადებით, ნავთობისა და გაზის ფასები კვლავ მაღალ დონეზე რჩება და ომით გამოწვეული ენერგეტიკული შოკი ჯერ არ დასრულებულა. ამასთან, გლობალური ვალის ტვირთთან დაკავშირებული წნეხი იზრდება, ხოლო 2022 წლის ცხოვრების გაძვირების კრიზისის შემდეგ ინფლაციის შემცირების პროცესი შეჩერებულია. კოზაკის თქმით, გლობალური ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა, თუმცა გრძელვადიან პერიოდში კვლავ მყარად არის დამაგრებული.

„ჯერჯერობით, ახლო აღმოსავლეთში ომის მიუხედავად, რომელიც უკვე ექვსი თვეა გრძელდება, გლობალური ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს“, - განაცხადა კოზაკმა. მისი თქმით, ნავთობისა და გაზის მარაგების გამოყენებამ ზოგიერთ ქვეყანას ომით გამოწვეულ ენერგეტიკულ შოკთან გამკლავებაში შეუწყო ხელი, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნებმა ენერგიის ახალი წყაროების გამოყენებაზე გადაინაცვლეს ან მოთხოვნის შემცირების მიზნით შესაბამისი ზომები მიიღეს.

„ჩვენ კვლავ ვინარჩუნებთ დაახლოებით 3%-იანი მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, თუმცა გაურკვევლობა, როგორც უკვე დიდი ხანია ვამბობთ, კვლავ მაღალია“, - აღნიშნა მან.

IMF-მა ივლისში 2026 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.0%-ზე დატოვა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია 2024 და 2025 წლებში დაფიქსირებულ საშუალოდ 3.5%-იან ზრდასთან შედარებით და აპრილში პროგნოზირებულ 3.1%-ზე ნაკლებია.

იმ დროისთვის IMF-მა განაცხადა, რომ პროგნოზი ეფუძნებოდა ვარაუდს, რომლის მიხედვითაც მიმდინარე კონფლიქტი ივლისის შუა პერიოდში დასრულდებოდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა