მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7197.7
0.0241
flag
AZN 1.5272
0.0001
flag
CNY 38.932
-0.0005
flag
EUR 2.8875
-0.0068
flag
GBP 3.4463
-0.0108
flag
KZT 56.91
0.0011
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5957
-0.0003
news banner

ქართული ღვინო ნიუ-იორკში რამდენიმე ღონისძიებაზე წარადგინეს

news image
mbc image

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე „Karakterre“ ქართული ღვინის 13 მწარმოებლის 26 სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი.

„Karakterre“ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ღვინის ფესტივალია, რომელიც ორგანული, ბიოდინამიკური და ბუნებრივი ღვინის მწარმოებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აერთიანებს და ყოველწლიურად ნიუ-იორკსა და ავსტრიის ისტორიულ ადგილებში იმართება.

ღვინის მწარმოებლები წელს, ფესტივალში, მსოფლიოს 15 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. ათასობით სტუმარს შესაძლებლობა მიეცა, სხვადასხვა ქვეყნის ღვინოებთან ერთად, ქართული ღვინოებიც დაეგემოვნებინა, რაც უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის ცნობადობისა და პოპულარიზაციის ზრდისთვის. 

ფესტივალის ფარგლებში, ღვინის კომერციული სექტორის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის მასტერკლასიც გაიმართა.

გამოცემა „Wine Spectator“-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ნიუ-იორკში, ასევე, ქართული ღვინის დეგუსტაცია - „FeastGala NY“ გაიმართა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, „Colangelo & Partners“ აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას 2022 წლიდან უძღვება. კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში იმართება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ქართული ღვინო ასევე, წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე. მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს უწყობს ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას.

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში დაახლოებით 750 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 3%-ით აღემატება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image კრისტინ ლაგარდი 7 თებერვალს თანამდებობას დატოვებს

29.10.2026.14:54

კრისტინ ლაგარდი თანამდებობას 2027 წლის 7 თებერვალს დატოვებს, რაც ევროკავშირის ამჟამინდელ ლიდერებს შესაძლებლობას მისცემს, მისი შემცვლელი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაცილებით ადრე შეარჩიონ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, არჩევნებში გამარჯვების ფავორიტად ულტრამემარჯვენე კანდიდატი მარინ ლე პენი მიიჩნევა.

„ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა დღეს მმართველ საბჭოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას აცნობა, რომ 2027 წლის 7 თებერვალს თანამდებობას დატოვებს“, - ნათქვამია ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა