რა პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას ვადის ამოწურვის შემდეგ ჯერომ პაუელი
FED-ის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი აცხადებს, რომ თავმჯდომარის ვადის ამოწურვის შემდეგ ის გააგრძელებს მუშაობას ცენტრალური ბანკის მმართველის (გუბერნატორის) პოზიციაზე.
„მას შემდეგ, რაც ჩემი თავმჯდომარის ვადა 15 მაისს დასრულდება, გარკვეული დროის განმავლობაში გავაგრძელებ მმართველად საქმიანობას. ვგეგმავ, მმართველის როლში დაბალი პროფილით ვიმოქმედო,“ - განაცხადა ჯერომ პაუელმა პრესკონფერენციაზე.
სხვა სიახლეები
ნავთობის ფასი ბოლო თვის მაქსიმუმამდე გაიზარდა
14.07.2026.14:28
ნავთობის ფასი თითქმის 3%-ით გაიზარდა და ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის საზღვაო ბლოკადა განაახლა, ხოლო ორმა ქვეყანამ ჰორმუზის სრუტეში თავდასხმები გააძლიერა, რამაც ენერგონაკადების გარშემო გაურკვევლობა გაზარდა.
Reuters-ის ცნობით, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 1,50 დოლარით, ანუ 1,8%-ით გაიზარდა და ბარელზე 84,80 დოლარი შეადგინა, ხოლო ამერიკული West Texas Intermediate (WTI) 1,70 დოლარით, ანუ 2,2%-ით გაძვირდა და ბარელზე 79,84 დოლარი გახდა.
მანამდე ორივე კონტრაქტის ფასი ბარელზე 2 დოლარზე მეტით იზრდებოდა, თუმცა მოგვიანებით მათ პოზიციები ნაწილობრივ დათმეს. წინა დღეს Brent-ის ფასი 9,6%-ით გაიზარდა, რაც 2020 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდა იყო.
ამჟამად ნავთობის ფასები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ 17 ივნისს ომის დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.