როგორია არაბთა გაერთიანებული საამიროების ახალი ნავთობსადენის გაფართოების გეგმა, რომლის მიზანიცაა ექსპორტის შესაძლებლობების გაორმაგება ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით
არაბთა გაერთიანებული საამიროები დააჩქარებენ ახალი ნავთობსადენის მშენებლობას, რომლის მიზანია ს გავლით ექსპორტის შესაძლებლობების გაორმაგება 2027 წლისთვის, განაცხადა მთავრობის აბუ-დაბის მედია ოფისმა პარასკევს. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის შესაძლებლობას, გვერდი აუაროს ჰორმუზის სრუტეს.
აბუ-დაბის პრინცმა შეიხ ხალედ ბინ მოჰამედ ბინ ზაიედმა აბუ-დაბის ეროვნულ ნავთობკომპანია (ADNOC)-ს დაავალა დააჩქაროს West-East Pipeline პროექტი აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე. აბუ-დაბის მედია ოფისის ინფორმაციით, მილსადენი უკვე მშენებლობის პროცესშია და მისი ამოქმედება მომავალ წელს არის მოსალოდნელი.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.