მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„როსავიაციამ“ რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა გასცა - მედია

news image
mbc image

„ეხო კავკაზა“  წერს, რომ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაცია) რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა გასცა.

დოკუმენტი რუსეთის დეპარტამენტის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. 

გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებას ახალი ფრენების ნებართვა ჯერ არ გაუცია.

ნებართვების უმეტესობა რუსეთის სააგენტომ ავიაკომპანია Red Wings-ზე გასცა, რომელსაც სურს ფრენები განახორციელოს შემდეგ მიმართულებებზე:

ვლადიკავკაზიდან ბათუმსა და თბილისში (კვირაში შვიდი რეისი);

ეკატერინბურგიდან ბათუმსა და ქუთაისში (თითო შვიდი რეისი);

ჟუკოვსკიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით (შვიდ-შვიდი რეისი);

ყაზანიდან ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით (შვიდ-შვიდი რეისი);

კრასნოდარიდან თბილისამდე (დოკუმენტში მითითებულია სიხშირის 3-დან შვიდი რეისის ზრდა), ბათუმი და ქუთაისი (შვიდ-შვიდი რეისი);

მახაჩკალიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით (შვიდ-შვიდი რეისი);

„მინვოდიდან“ ბათუმსა და თბილისში (შვიდ-შვიდი რეისი);

მოსკოვიდან ბათუმსა და ქუთაისში (დოკუმენტში მითითებულია სიხშირის 3-დან შვიდ რეისამდე ზრდა);

ნიჟნი ნოვგოროდიდან ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში (შვიდ-შვიდი რეისი);

პერმიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით (შვიდ-შვიდი რეისი);

დონის როსტოვიდან ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში ((შვიდ-შვიდი რეისი);

სამარადან ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით ((შვიდ-შვიდი რეისი);

სოჭიდან თბილისამდე (სიხშირე გაიზარდა სამიდან შვიდ რეისამდე), ბათუმი და ქუთაისი ((შვიდ-შვიდი რეისი);

ტიუმენიდან ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით ((შვიდ-შვიდი რეისი);

უფადან ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით ((შვიდ-შვიდი რეისი);

ჩელიაბინსკიდან ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში ((შვიდ-შვიდი რეისი);

გარდა ამისა, ავიაკომპანიებს „რასიასა“ (სოჭი-თბილისი, კვირაში შვიდი რეისი) და „იამალს“ (ტიუმენ-თბილისი და ტიუმენ-ბათუმი, თითო-თითო) შეუძლიათ ფრენები საქართველოში.

ავიაკომპანიებს ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი რუსეთის სააგენტოს გადაწყვეტილებაზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირ რეისებს ახორციელებს ავიახაზები Azimuth (5 ივლისიდან - დღეში ორი რეისი მოსკოვსა და თბილისს შორის), Georgian Airways (ივლისიდან - კვირაში 10 რეისი მოსკოვსა და თბილისს შორის).

უახლოეს დღეებში Red Wings-ის რეისებს სოჭი-თბილისი-სოჭი და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი განახორციელებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს

27.11.2026.09:00

ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.

2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა