რუდი გარსია „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა
იტალიური საფეხბურთო კლუბის „ნაპოლის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ფრანგი რუდი გარსია გახდა.
ლუჩანო სპალეტიმ თანამდებობა გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.
ცნობილია, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტი დე ლაურენტისი კი რამდენიმე კანდიდატთან აწარმოებდა მოლაპარაკებას.
რუდი გარსია ბოლოს საუდის არაბეთში მუშაობდა, ის „ალ-ნასრის“ ავარჯიშებდა.
გარსიას სამწვრთნელო კარიერის მთავარი მიღწევები ფრანგულ „ლილს“ უკავშირდება. 2011 წელს „ლილთან“ ერთად მან საფრანგეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო. იმავე წელს იგი ლიგა 1-ის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.
სხვა სიახლეები
ნავთობის ფასი ბოლო თვის მაქსიმუმამდე გაიზარდა
14.07.2026.14:28
ნავთობის ფასი თითქმის 3%-ით გაიზარდა და ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის საზღვაო ბლოკადა განაახლა, ხოლო ორმა ქვეყანამ ჰორმუზის სრუტეში თავდასხმები გააძლიერა, რამაც ენერგონაკადების გარშემო გაურკვევლობა გაზარდა.
Reuters-ის ცნობით, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 1,50 დოლარით, ანუ 1,8%-ით გაიზარდა და ბარელზე 84,80 დოლარი შეადგინა, ხოლო ამერიკული West Texas Intermediate (WTI) 1,70 დოლარით, ანუ 2,2%-ით გაძვირდა და ბარელზე 79,84 დოლარი გახდა.
მანამდე ორივე კონტრაქტის ფასი ბარელზე 2 დოლარზე მეტით იზრდებოდა, თუმცა მოგვიანებით მათ პოზიციები ნაწილობრივ დათმეს. წინა დღეს Brent-ის ფასი 9,6%-ით გაიზარდა, რაც 2020 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდა იყო.
ამჟამად ნავთობის ფასები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ 17 ივნისს ომის დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.