რუსეთი ნავთობის მოპოვებას 2024 წლის ბოლომდე დღეში 500 ათასი ბარელით შეამცირებს
რუსეთი ნავთობის მოპოვების ნებაყოფლობით შემცირებას დღეში 500 ათასი ბარელით 2024 წლის დეკემბრის ბოლომდე გაახანგრძლივებს.
ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა.
„რუსეთი გაახანგრძლივებს ნავთობის მოპოვების ნებაყოფლობით შემცირებას 2024 წლის დეკემბრის ბოლომდე. ეს არის პრევენციული ღონისძიება, რომელიც OPEC+ შეთანხმების მონაწილე ქვეყნებთანაა შეთანხმებული. რომლებმაც აპრილში ნავთობის ნებაყოფლობითი შემცირების შესახებ გამოაცხადეს”, - თქვა ნოვაკმა.
მისი თქმით, OPEC +-ის გადაწყვეტილება გაახანგრძლივოს მოქმედი შეთანხმება 2024 წლისთვის და რამდენიმე ქვეყნის მიერ ნავთობის მოპოვების ნებაყოფლობითი შემცირება, ბაზარზე ვითარების პროგნოზირებას კიდევ 1,5 წლით გაადვილებს.
საუდის არაბეთმა და OPEC+-ის სხვა ქვეყნებმა 2 აპრილს განაცხადეს, რომ დღეში დაახლოებით 1.16 მილიონი ბარელით ნავთობის მოპოვების შემცირებას გეგმავდნენ.
G7-ის ქვეყნების მიერ მისთვის ფასის ზღვრის შემოღების საპასუხოდ, რუსეთმა ნავთობის მოპოვების დღეში 500 000 ბარელით შემცირება გამოაცხადა, რასაც ბაზარზე ფასის ზრდა მოჰყვა.
სხვა სიახლეები
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანია გამოფენაში London Wine Fair 2026 მონაწილეობდა
22.05.2026.10:29
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა „London Wine Fair“ წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ქართველი მწარმოებლებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების, ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის კუთხით. გამოფენა ლონდონში 1981 წლიდან ტარდება და ღვინის სექტორში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება. გამოფენას, ტრადიციულად, მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნიდან ათასობით სტუმარი, მათ შორის, ღვინის ექსპერტი, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენელი ესწრება.
გამოფენას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილო დაესწრო. გამოფენაზე „London Wine Fair 2026“ ღვინის წარსადგენად ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.
გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის „Swirl Wine Group“ ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა სარა ებოტმა (Sarah Abbott) ღვინის პროფესიონალებისთვის ქართული ღვინის სამი პრეზენტაცია-დეგუსტაცია გამართა.
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა. 2026 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებული იყო 116,5 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც 2025 წლის მაჩვენებელთან შედარებით 18 %-ითაა გაზრდილი.