რუსეთი, თურქეთიდან ახალი ხილისა და ბოსტნეულის მთავარი იმპორტიორია
თურქეთმა აპრილში ექსპორტზე 235,7 მილიონი დოლარის ღირებულების 326 ათას 20 ტონა ახალი ბოსტნეული და ხილი გაიტანა.
ამის შესახებ ხმელთაშუა ზღვის ახალი ბოსტნეულისა და ხილის ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ფერჰატ გურუზმა განაცხადა.
„ყველაზე მეტი პომიდორი ექსპორტირებულია აპრილში (ზრდა 16 პროცენტით) - $69,3 მლნ. გარდა ამისა, თურქეთიდან უცხო ქვეყნებში 28,8 მილიონი დოლარის წიწაკა გავიდა. მიწოდება ასევე გაიზარდა 16 პროცენტით. ლიმონის ექსპორტი კი გასულ თვეში 12 პროცენტით - 28,5 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
ამასთან, რუსეთი გასულ თვეში ახალი თურქული ხილისა და ბოსტნეულის მთავარი იმპორტიორი იყო. თურქეთიდან რუსეთში ახალი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი გასულ თვეში 25 პროცენტით გაიზარდა და 58,1 მილიონი დოლარი შეადგინა.
ამ პროდუქციის იმპორტიორთა სამეულში ასევე მოხვდნენ რუმინეთი და უკრაინა.
რუმინეთში მიწოდება გაიზარდა 30 პროცენტით 35,1 მლნ აშშ დოლარამდე, უკრაინაში 40 პროცენტით და 19,6 მილიონ დოლარამდე.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.