რუსეთის „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის ფონზე, ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბალი 3%-ით გაძვირდა
ჩიკაგოს საფონდო ბირჟაზე ხორბალი 2,95%-ით გაძვირდა და ბუშელზე 6,81 აშშ დოლარამდე შეადგინა, რასაც აუქციონის მონაცემები ადასტურებს.
ხორბალის ღირებულების მატება მას შემდეგ დაიწყო, რაც კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ ფაქტობრივად შეჩერებულია, რადგან რუსეთი ელოდება თავისი პირობების შესრულებას.
ამასთან, ხელისუფლება ირწმუნება, რომ ყირიმის ხიდზე თავდასხმასა და შეთანხმების გაგრძელებას შორის არანაირი კავშირი არ არის.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში თურქეთმა, გაერომ, რუსეთმა და უკრაინამ სტამბულში ხელი მოაწერეს „მარცვლეულის შეთანხმებას“, ხორბლის ექსპორტის აღდგენის მიზნით, რომლებიც 2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შეჩერდა.
სხვა სიახლეები
Emirates-მა ახალი ლუქს-ლაუნჯის დიზაინი წარადგინა, რომლის ინვესტიცია თითოეულ აეროპორტში დაახლოებით $13.6 მილიონი იქნება
03.07.2026.19:00
Emirates-მა ახალი ლუქს-ლაუნჯის დიზაინი წარადგინა, რომლის ინვესტიცია თითოეულ აეროპორტში დაახლოებით $13.6 მილიონი იქნება. ახალი ლაუნჯის კონცეფცია უკვე დაინერგა მიუნხენისა და ფრანკფურტის Emirates Lounge-ებში, ხოლო მომდევნო თვეებში მისი გაფართოება იგეგმება მანჩესტერში, მავრიკიასა და სტამბოლში.
Emirates-ის ინფორმაციით, კომპანია თითოელ ახალი თაობის ლაუნჯში დაახლოებით $13.6 მილიონზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს, რათა გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა ძირითად საერთაშორისო მიმართულებებზე.
რედიზაინი აერთიანებს ავიაკომპანიის უახლესი თვითმფრინავების სალონების დიზაინის ელემენტებს, რაც აისახება აეროპორტის სივრცეებში - განახლებული ავეჯით, ტექნოლოგიებით, სასადილო ზონებით, ადგილობრივად შთაგონებული მენიუებით და სპეციალური სივრცეებით მუშაობის, დასვენებისა და სოციალური ურთიერთობისთვის.
ავიაკომპანიის განცხადებით, ახალი ლაუნჯის დიზაინი მომავალში იქნება Emirates-ის ლაუნჯების გლობალური სტანდარტის საფუძველი.
Emirates-ის თავმჯდომარის მოადგილემ და ოპერაციების მთავარმა დირექტორმა, აღნიშნა, რომ ეს ინვესტიცია ასახავს კომპანიის ფოკუსს მგზავრის გამოცდილების გაუმჯობესებაზე მთელი მოგზაურობის განმავლობაში.
„ჩვენი ინვესტიცია ახალი თაობის ლუქს-ლაუნჯების კონცეფციაში ასახავს Emirates-ის მუდმივ ერთგულებას, უზრუნველყოს უწყვეტი და პრემიუმ გამოცდილება მოგზაურობის ყველა ეტაპზე,“ - განაცხადა მან.