რუსეთის მოქალაქეებმა საკვებზე ხარჯების დაზოგვა დაიწყეს
რუსეთის ფედერაციის თითქმის ყოველი მეხუთე მოქალაქე (19%) გეგმავს დაზოგოს სასურსათო და აუცილებელი სასაქონლო ხარჯები. .
ამის შესახებ რუსული მედია ჰოლდინგის Romir-ის კვლევებზე დაყრდნობით იუწყება.
კვლევის მიხედვით, ივნისიდან ივლისის ჩათვლით 3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ მოქალაქეების წილი, რომლებიც სურსათზე ხარჯვის ოპტიმიზაციას აპირებენ.
ექსპერტები ამ გადაწყვეტილებას ცხოვრების გაძვირებასა და ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას უკავშირებენ. გამოკითხვის თანახმად, რუსებისთვის ფულის დაზოგვის ყველაზე პოპულარული გზა არის პროდუქტის შეძენა ფასდაკლებითა და აქციებზე. მოქალაქეების ნახევარზე მეტს ურჩევნია იყიდოს ფასდაკლებით და აირჩიოს საქონლის ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტები.
გარდა ამისა, ფულის დაზოგვის აუცილებლობის გამო, ბევრი უარს ამბობს გარკვეული კატეგორიის საქონლის შეძენაზე. თითქმის ყოველი მესამე რუსი ყიდულობს უფრო იაფ საქონელს საკუთარი ბრენდით, ჩვეულებრივი ბრენდის ნაცვლად ან ცდილობს ფულის დაზოგვის მიზნით ნაკლებად იაროს საყიდლებზე.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.