რუსეთში ციფრული რუბლი შემოდის
1- ელი აგვისტოდან რუსეთში ციფრული რუბლის შესახებ კანონი ამოქმედდება - მასთან პირველი სატესტო ოპერაციები იმავე თვეში დაიწყება.
პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზეა განთავსებული.
ციფრული რუბლი გაიცემა ფულის არსებულ ფორმებთან ერთად. ნაღდ და უნაღდო თანხებთან ერთად ის ეროვნული ვალუტის მესამე ფორმა გახდება. ციფრული რუბლის შენახვა და მათთან ტრანზაქციების განხორციელება შესაძლებელი იქნება სპეციალურ პლატფორმაზე, რომლის ოპერატორიც რუსეთის ბანკი იქნება.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ცენტრალურმა ბანკმა მალე უნდა დაადგინოს ტარიფები და ვალუტის ახალი ფორმით ოპერაციებისთვის რა ვადებში მოუწევთ რუსეთის ბანკებს მომსახურების დაწყება.
სხვა სიახლეები
ერდოღანსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
18.08.2026.15:22
თურქეთის ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა ტრამპს ირანთან სამშვიდობო დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, ღაზის სექტორში სამშვიდობო პროცესსა და უკვე მიღწეული შეთანხმებების განხორციელებას.