S&P-მ აშშ-ის საკრედიტო რეიტინგი 'AA+' დონეზე დაადასტურა - დეტალები
S&P Global-მა აშშ-ის საკრედიტო რეიტინგი „AA+“ დონეზე დაადასტურა და განაცხადა.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ აღნიშნა, რომ მისი მოლოდინით აშშ-ის ეკონომიკა 2026–2029 წლებში დაახლოებით 2%-ით გაიზრდება.
აშშ-ის ეკონომიკა პირველ კვარტალში უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე ადრე იყო პროგნოზირებული - მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) წლიური გამოთვლით 2.1%-ით გაიზარდა.
იმპორტის შემცირებით გამოწვეული ზრდის ეფექტი ნაწილობრივ დაბალანსდა მომხმარებელთა ხარჯების მკვეთრი შემცირებით, რაც ეკონომიკის ორ მესამედზე მეტს შეადგენს.
S&P-მ, რომელმაც 2011 წელს პირველმა შეამცირა აშშ-ის უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი, განაცხადა, რომ აშშ-ის რეიტინგის პერსპექტივა კვლავ სტაბილურია.
სტაბილური პროგნოზი ასახავს სააგენტოს ხედვას აშშ-ის ეკონომიკის სიძლიერის შესახებ.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.