საახალწლო არდადეგებზე ჩინეთში მგზავრთა გადაადგილება 78%-ით გაიზარდა
ჩინელებმა საახალწლოდ, სამი დღის განმავლობაში 128 მილიონზე მეტი მოგზაურობა განახორციელეს, რაც 78,4%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ არსებულ მაჩვენებლებზე. ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტრო იტყობინება.
წინასწარი შეფასებით, მათ მხოლოდ რკინიგზით 44,2 მლნ-ჯერ იმოგზაურეს - 177,5%-ით მეტი, ვიდრე ერთი წლის წინანდელი დასვენების პერიოდი.
სამინისტროს მონაცემებით, შაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობის მაჩვენებელმა 5,19 მილიონს მიაღწია.
პანდემიის შეზღუდვების შემდეგ, ქვეყნის მოსახლეობამ ასევე დაიწყო საგრძნობლად გადაადგილება გზებითა და საზღვაო ტრანსპორტით.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.